top of page
Search

ფილმები მენტალურ ჯანმრთელობაზე

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 9, 2020
  • 4 min read

Updated: Jan 3, 2023

ბოლო ხანებში მეინსტრიმ მედია განსაკუთრებით დაინტერესდა მენტალური ჯანმრთელობის თემით. ჰოლივუდში მიხდვნენ, რომ იაფფასიან რომანტიულ ფილმებთან ერთად მნიშვნელოვანია ისეთი თემატიკის გათვალისწინებაც, რომელთანაც მაყურებელს დაკავშირება შეეძლებოდა. ვიფიქრეთ, რომ შეგვექმნა იმ ფილმების სია რომელიც პირადად გვინახავს და ვფიქრობთ, რომ საინტერესო შეიძლება იყოს თქვენთვისაც. რაც შეეხება ფილმების სახელებს, მათი თარგმნის ნაცვლად ვეცადეთ, მოგვეძიებინა ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებული სათაურები, რომ ყველასთვის მარტივი ყოფილიყო მათი პოვნა.

ბრწყინვალე გონება


ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებული ეს ფილმი მოგვითხორბს ჯონ ფორბ ნეშის

ისტორიაზე რომელსაც შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს. ფილმი შესანიშნავად აღწერს იმ სირთულეებს რომელიც შიზოფრენიის დიაგნოზით ცხოვრებას ახლავს თან, მათ შორის პარანოიისა და დელუზიებთან გამკლავების პრობლემებსაც. ფილმი საშუალებას გვაძლევს, რომ მთავარი პერსონაჟის ილუზიები ჩვენც გამოვცადოთ და შიზოფრენიის დიაგნოზის შესახებ მეტი რამ გავიგოთ.


შესანიშნავი თაღლითები


შესანიშნავი ფილმი ობსესიურ-კომპულსურ აშლილობასა და აგორაფობიაზე რომელიც მთვარ პერსონაჟს, როის რომელიც პროფესიონალი ქურდია, უამრავ პრობლემას უქმნის. ფილმი გვაჩვენებს საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებული ადამიანის ისტორიას რომელიც მენტალური კონდიციის გამო ხანდახან სახლსაც ვერ ტოვებს. როის პანიკური შეტევების და სხვა სირთულეების გადალახვას მის ცხოვრებაში 14 წლის ქალიშვილის გამოჩენა აიძულებს. ჩვენი აზრით, ამ ისტორიას აქვს ხიბლი რომელიც მას საინტერესო სანახავს ხდის.


ეს ამბავი ძალიან სახალისოა


აუცილებლად სანახავი ფილმი რომელიც 16 წლის ტინეიჯერზე

მოგვითხრობს რომელსაც დეპრესია და სუციდისკენ მიდრეკილება აქვს. მთავარი პერსონაჟი მენტალურ დაწესებულებაში დახმარების მისაღებად

მიდის, თუმცა სარემონტო სამუშაოების გამო რომელიც არასრულწლოვანთა ბლოკში მიმდინარეობს მას ზრდასრულ ადამიანებთან უწევს ყოფნა. ფილმი მენტალურ პრობლემებს და მენტალური ჯანმრთელობის მხრივ მოწყვლად ადამაინებს სტერეოტიპულად არ უდგება რაც მას უფრო საინტერესო სანახავს ხდის.


იმედის სხივთა კრებული


მენტალური კლინიკიდან გამოწერის შემდეგ პეტი, მთავარი პერსონაჟი იძულებული ხდება მშობლებთან ერთად იცხოვროს. მან ბიპოლარული აშლილობის გამო დაკარგა ცოლი და სამსახური რომლის უკან დაბრუნებასაც მონდომებით ცდილობს. პეტი გეგმის განხორციელებისას ხვდება ტიფანის რომელიც მას დახმარების ხელს ცეკვაში პარტნიორობის სანაცვლოდ უწვდის. ეს ფილმი შესანიშნავად აღწერს ბიპოლარულ აშლილობას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.


მარტოსულობის უპირატესობანი

ფილმი სოციალურად უცნაურ, იზოლირებულ და მშფოთვარე ჩარლიზე,

რომელიც დამამთავრებელ კლასებში გადავიდა. საბედნიეროდ მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში ჩნდებიან სემი და პატრიკი რომლებიც ქარიზმატული ახალგაზრდები არიან და ჩარლის ცხოვრებას ახალისებენ. კოლეჯში ჩაბარების მოახლოებასთან ერთად ჩვენ ვხედავთ მთავარი პერსონაჟის შიშებსა და ინტენსიურ განცდებს. ფილმი საინტერესოდ აღწერს ბავშვობის ტრავმასთან დაკავშირებულ საკითხებს და იმას, თუ როგორია მენტალური პრობლემებით გაზრდა და განვითარება.

ჩონჩხი-ტყუპები

ფილმი იწყება ორი მთავარი პერსონაჟის, მაილოსა და მეგის სუიციდის მცდელობის სცენით. მაილოს მცდელობა მას საავადმყოფოში ამოაყოფინებს თავს, სადაც 10 წლიანი გაუცხოების შემდეგ და და ძმა ისევ აღადგენენ ურთიერთობას. ორივე პერსონაჟი დეპრესიას მსუბუქი და ერთგვარად იუმორისტული ფორმით გამოხატავს და გვაჩვენებენ, თუ როგორ ისწავლეს საკუთარი თავის სიყვარული და ისეთად მიღება, როგორებიც არიან.


ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განვითარებული სიუჟეტი რომლის მთავარი

პერსონაჟი, მეკმერფი გამუდმებით ცდილობს ამ დაწესებულებას თავი დააღწიოს. ფილმი საშუალებას გვაძლევს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ შევიქმნათ წარმოდგენა მთავარი ექთნის სახით, რომელიც მკვლელ სისტემას წარმოადგენს. ფილმის ნარატივში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ის, თუ როგორ სჯერა მთავარ ექთანს იმის, რომ იგი გულწრფელად ეხმარება ადამიანებს იმ საშინელი მოპყრობით რომელიც ამ დაწესებულებას ერთგვარ ციხედ წარმოგვიდგენს და რომელიც ემპათიისა და რაციონალური მიდგომისგანაა დაცლილი.


მე ვარ სემი

მშვენიერი ფილმია ფსიქოლოგიურ აშლილობებსა და სიყვარულზე. მთავარი პერსონაჟი სემი, უცხო არ არის ფსიქოლოგიური პრობლემების მიმართ და იგი განქორწინების შემდეგ შვიდი წლის ქალიშვილის მეურვეობის უფლებებისთვის იბრძვის. ფილმი მოგვითხრობს ყოველდღიურ პრობლემებზე, გამოწვევებსა და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე რომელსაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები ერთმანეთზე ზრუნვით უმკლავდებიან.

წვიმის კაცი

ერთ-ერთი კლასიკური ფილმი რომელიც აუტიზმის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოგვითხრობს. მთავარი პერსონაჟების გულწრფელი, სტერეოტიპებისგან დაცლილი დიალოგები აუტიზმის მდგომარეობას განსაკუთრებულ უნარად წარმოგვიდგენს და ამ მდგომარეობის ირგვლივ არსებულ სტიგმას, პრობლემებს, ცრურწმენებს ნათლად გვაჩვენებს.

კვლავ ელისი


ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი მენტალურ პრობლემებზე რომელიც

ლინგვისტი პროფესორის ისტორიაზე მოგვითხრობს. მთავარ პერსონაჟს ალცაიმერის დიაგნოზს უსვამენ და ჩვენ საშუალება გვეძლევა დიაგნოზის მიღებიდან მის განვითარებამდე, თავგადასავალის მოწმე გავხდეთ. ელისის პერსონაჟის ბრძოლა და იმის გააზრება რომ ყოველი დარჩენილი წუთი მნიშვნელოვანია, ერთგვარ სევდიან სახეს სძენს ნარატივს, თუმცა ძლიერი ქალის პერსონაჟი რომელიც ამ დაავადებასთან ბრძოლაში ერთი შეხედვით ყველაფერს კარგავს (ოჯახს, კარიერას, სოციალურ წრეს და ა.შ), ცხოვრების სრულიად ახალ პერსპექტივას იძენს.


ელენა


მგონი, ჩვენი სტატია ამ ფილმის გარეშე სრულყოფილი არ იქნებოდა. ეს

არის ნაშრომი რომელიც ყველა ადამიანს ატირებს თავისი ძლიერი ისტორიით. ელენას ისტორია რომელიც მძიმე და მწვავე დეპრესიას უკავშრდება, საშუალებას გვაძლევს ყველა ის ემოცია, შიშები, გულწრფელი განცდები გამოვცადოთ რომელიც დეპრესიის დიაგნოზს ახლავს თავს. მთავარ პერსონაჟს ყველაფერი აქვს რაც ერთი შეხედვით საჭიროა: წარმატებული კარიერა, მხარდამჭერი ოჯახი, თუმცა ფილმის სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ვიგებთ, რომ ეს ყველაფერი სულაც არაა საკმარისი და ადამიანის ბუნება და ფსიქოლოგია, საბაზისო საჭიროებებზე მეტია.


შეწყვეტილი ცხოვრება


ფილმი მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე მთავარ პერსონაჟზე, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დახმარების მისაღებად ხვდება. ფილმში ვხვდებით სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ბევრ პერსონაჟს რომლებსაც თავიანთი სამყარო აქვთ, თუმცა მთავარი პერსონაჟი ხვდება ადამიანს რომელიც ერთდროულად გამოწვევაც და ახალი, მშვენირი, საშიში, აღმატებული და დადებითი გამოცდილებაცაა მისთვის.


ჩვეულებრივი ადამიანები


დრამა რომელიც პოსტ ტრავმული აშლილობის შესახებ წარმოდგენას

შეგიქმნით. ეს არის ერთი ოჯახის ისტორია რომელსაც მოულოდნელად თავსდამტყდარი ტრაგედიის გადატანა უწევს. ისინი კარგავენ ერთ-ერთ შვილს რომელიც დედის ფავორიტი იყო, რის გამოც მას მისი მეორე შვილის, კონრადის რომელიც მენტალურ დაწესებულებაში თერაპიას გადის, მხარდაჭერა ძალიან უჭირს. ფილმი აღწერს მდგომარეობას რომელშიც ოჯახი საერთო ტრაგედიით გამოწვეულ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს.


საათები


პულიცერის ჯილდოს მფლობელ ნოველაზე დაფუძნებული ეს ფილმი მოგვითხრობს სამი სხვადასხვა თაობის წარმომამდგენელი ქალის შესახებ რომლებსაც სუიციდსა და დეპრესიასთან უწევდათ გამკლავება. ფილმში ვხვდებით ბიპოლარულ აშლილობას, პოსტ ტრავმულ სტრესთან დაკავშირებულ სირთულეებს და სხვა მენტალურ აშლილობებთან დაკავშირებულ პრობლემებს. არც ნოველა და არც ფილმი ნამდვილად არაა მარტივი გამოსაცდელი, ან სანახავი, თუმცა თუ გსურთ რომ სტრესზე, მარტოობასა და მელანქოლიაზე ახალი პერსპექტივა შეიძინოთ, მაშინ აუცილებლად გირჩევდით ამ ფილმის ნახვას.

სიბნელეში


1994 წელს გადაღებული ეს ფილმი რომელიც მწვავე შიზოფრენიის მქონე

პაციენტის ისტორიაზე მოგვითხრობს, გვაჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებთან წვდომა. მთავარი პერსონაჟი, პოლი თავისი ცხოვრების თვრამეტ წელს მარტო იმიტომ კარგავს, რომ შესაბამის დახმარებას ვერ იღებს. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ პოლი ცდილობს ხელახლა შექმნას მისი ცხოვრება იმ მსოფლიოსა და სისტემაში რომელმაც ის ერთხელ უკვე გარიყა.



დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციები საინტერესო აღმოჩნდება თქვენთვის. რა თქმა უნდა, უამრავი სხვა ფილმიც არსებობს რომელიც ამ სტატიაში უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, რომ ის ფილმები გაგვეზიარებინა რომლებიც პირველივე მცდელობაზე გაგავახსენდა.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page