top of page
Search

5 ფრაზა ემოციურად მოუმწიფებელი ადამიანებისგან

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Mar 16, 2020
  • 3 min read

Updated: Jan 30, 2023

ფიზიკური მომწიფებულობის ერთ-ერთი კარგი მხარე ისაა, რომ მისი შენიშვნა ადვილია. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ რამდენი წელი დარჩა რომელიმე ადამიანს რომელიმე ფიზიკური მდგომარეობის მისაღწევად და შესაბამისად ვიმოქმედოთ მათთან მიმართებით. თუმცა, როცა საქმე ემოციურ მომწიფულობასა და მის შენიშვნას ადამიანებში ეხება, აქ არც ისე ადვილადაა საქმე, რადგან მისი შემჩნევა ერთი შეხედვით ძალიან რთულია. ხშირად ემოციურად მოუმწიფებელი ადამიანი საკმაოდ წარმატებული, თავდაჯერებული და მხიარული შეიძლება იყოს და სწორედ ამ სოციალური როლის უკან იმალებოდეს ეს უსიამოვნო მდგომარეობა.

ხშირად ბევრი ადამიანი ურთიერთობებში დიდი დროის გასვლის შემდეგ იაზრებს იმას, რომ საქმე შეიძლება ემოციურ ნეოფიტთან ჰქონოდა. შესაბამისად, ასეთ ადამიანს შეიძლება მოუწიოს საფასურის გადახდაც, რის გამოც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შევნიშნოთ ის მთავარი მახასიათებელი ფრაზები ემოციურად მოუმწიფებელი ადამიანისა რომლებიც აუცილებლად წარმოშობს პრობლემებს ადრე, თუ გვიან:


„მე არ გამომდის საკუთარ თავთან დროის გატარება.“

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, თუ რა განასხვავებს მოწიფულ და მოუმწიფებელ ადამიანს არის ის, თუ რამდენად გამოსდის მას მარტო ყოფნა ხელის შემშლელი ფაქტორების გარეშე და იმაზე ფიქრი, თუ ვინაა ის და რა სახის გამოცდილებები აქვს მას ცხოვრებაში. ემოციურად ზრდასრული ადამიანი არ გაურბის არანაირი ტიპის ემოციებს, რამდენადაც უსიამოვნონი შეიძლება იყოს ისინი. ისინი არასდროს ეძებენ სხვა ადამიანებს რომლებიც საკუთარი გონების აღქმასა და გაგებაში შეიძლება უშლიდნენ მათ ხელს.


„მე ბევრი არაფერი მახსოვს ჩემს ბავშვობაზე.“

დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი რომელსაც სრულებით ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგი ან ცუდი მშობლები გვყავდა, რამდენად „სწორი“ და „არასწორი“ განზრახვები ჰქონდათ მათ, ჩვენი დიდი ნაწილი მაინც ზარალდება მეტ-ნაკლებად და განვითარების რაღაც ეტაპზე ხვდება იმას, რომ სადღაც შეცდომა დაუშვეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მდიდარი მშობლები გვყავდა, ან რამდენად ღარიბები იყვნენ ისინი, მნიშნელოვანია რამდენად დიდი იყო მათი ემოციური შესაძლებლობები და იმდენად, რამდენადაც ადამიანი კომპლექსური არსებაა, ეს შესაძლებლობები ოდესმე აუცილებლად ამოიწურებოდა. ემოციურად ზრდასრული ადამიანი საკუთარ ბავშვობას მშვიდად და წყნარად განიხილავს. ცდილობს ის განსაჯოს ისე, რომ მისგან ადეკვატური სურათი მიიღოს და მისი ცუდი და კარგი ასპექტები დაინახოს და შეიმეცნოს. წარსულის ამ გამოცდილების შესახებ მოგონებების ქონა არ ნიშნავს უბრალოდ კარგ მეხსიერებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს უნარი გაიაზროს და გადააფასოს ყველაფერი ის, რაც მას ინდივიდად აქცევს და ის საწყისი ენერგია და იმპულსი მიიღოს რომელიც სწორედ ჩვენს ბავშვობაშია და მთელი ცხოვრება გვჭირდება...

„ამაზე აქამდე არ მიფიქრია...“

ემოციურად მოუმწიფებელ ადამიანებს უჭირთ ისეთ დიალოგებში ჩაერთონ რომელიც საკუთარ ცოდნაზე, ენთუზიაზმზე, წუხილებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობას მოითხოვს. შესაბამისად დიდი შანსია იმისა, რომ თუ კაფეში თქვენთვის ზიხართ და ორი ადამიანის დიალოგს თქვენდა უნებლიედ უსმენთ, სადაც ერთ-ერთი მეორეს ეკითხება იმაზე თუ რატომ დაასრულა წინა ურთიერთობა, ან რა იყო ყველაზე უსიამოვნო მოგონება მისი ბავშვობიდან, ან რას ნიშნავს მისთვის სასიამოვნო სამსახური, დიდი შანსია იმისა, რომ გაიგონოთ ფრაზა: „იცი, ამაზე აქამდე არ მიფიქრია“. ასეთ დროს საქმე სიტყვაძუნწობასთან სულაც არ გვაქვს, ასეთ დროს საქმე ემოციურად მოუმწიფებელ ადამიანთან გვაქვს რომელსაც საკუთარი ტკივილები, განცდები, შიშები, გამოწვევები არ გადაუხარშავს და დაუძლევია და შესაბამისად, უჭირს პასუხი გასცეს მსგავს კითხვებს.


„ყველაფერი კარგადაა. არამიშავს, კარგად მიდის ყველაფერი...“

ადამიანისთვის ხასიათის გაფუჭება უბრალოდ, უხეშობაა. მიუხედავად ამისა, როცა საქმე ემოციურად მოუმწიფებელ ადამიანთან გვაქს უნდა აღინიშნოს ის, რომ ასეთი ადამაინების დიდი ნაწილი დროის უმეტესობა კარგ ხასიათზეა და უფრო მეტიც, ერთგვარად უუნაროებიც არიან, რომ ცუდ ხასიათზე დადგნენ. მათ თუ ჰკითხავთ ყველაფერი იდეალურადაა, მათ შორის მათი სამსახური, სექსუალური ცხოვრება, ამბიციები, სასიყვარულო ურთიერთობები და ა,შ. ეს ასე იმიტომაა, რომ მათ არ შეუძლიათ ადეკვატურად შეაფასონ ის მდგომარეობა რაშიც ისინი არიან იმ შიშის გამო, რომ მათ შეიძლება რაღაც დაკარგონ. ასეთ ადამიანებთან დიალოგმა შეიძლება ისეთი შეგრძნება დაგვიტოვოს, რომ ცხოვრება მხოლოდ ცალსახად მხიარული და წამახალისებელი უნდა იყოს, რაც თავისთავად უზუსტობაა.

„ეგ უბრალოდ ძველი მოგონებაა...“

როგორც კი საუბარი ემოციური მდგომარეობის ცვლილებას შეიძლება შეეხოს, ემოციურად მოუმწიფებელი ადამიანი მაშინვე ეცდება ამ დიალოგის შეწყვეტას იმ დასკვნით, რომელიც მისთვის უმნიშნელოდ გართულებულ უაზრობაზე ლაპარაკს მოიცავს. ემოციურად მოუმწიფებელ ადამიანებს ახასიათებთ იმის განცდა, რომ პრობლემებისა და მათი მიზეზების შესახებ ფიქრი სულაც არაა საჭირო და ისინი ცხოვრებას ართულებენ, ისევე როგორც ზოგადი ფიქრის პროცესი. ხშირად ემოციურად მოუმწიფებელი ადამიანებისგან უნდა მოელოდეთ ისეთი ფრაზების გაგებას როგორიცაა: „რა დროს შენი დეპრესიაა!?“; „მალე გაგივლის!“; „არაუშავს, გაისერნე!“ "რა უჭირს, კაცო!?"... სინამდვილეში მსგავსი ქცევა არაფერია, თუ არა პრობლემიდან გაქცევა და აზროვნებისგან თავის არიდება, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი შეგრძნებების (თუნდაც ნეგატიურის) განცდის დათრგრუნვას და შემდეგში უფრო სერიოზულ პრობლემებს იწვევს.


ემოციურად მოუმწიფებელი ადამიანები ერთი შეხედვით საკმაოდ მომხიბლავები შეიძლება იყონ და მათთან ყოფნა საკმაოდ სასიამოვნო და სახალისო შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა მსგავსი ადამიანების ირგვლივ ყოფნა სულაც არაა ჯანსაღი. ცხოვრება ძალიან საინტერესო, ამაღელვებელი და ამავდროულად მოკლე და მარტოსულია იმისთვის, რომ ისეთი ადამიანები გვყავდეს ირგვლივ რომლებსაც ეშენიათ რაღაც ახალი სცადონ, შეცდომები დაუშვან და გაიზარდნონ.

 
 
 

Commenti


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page