top of page
Search

8 საკვები სეროტონინის გამოსაყოფად და ხასიათის გასაუმჯობესებლად

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 11, 2020
  • 2 min read

Updated: Jan 3, 2023

ალბათ, ყველას გაგვიგია სეროტონინის შესახებ. გვსმენია, რომ ის ადამიანს აბედნიერებს და კარგ ხასიათზე აყენებს. სეროტონინი ტვინის ქიმიური ელემენტია რომელიც ადამიანის ხასიათთან პირდაპირ კავშირშია. არსებობს ერთ-ერთი ამინომჟავა, ტიპტოფანი რომელსაც სხეულის დახმარება შეუძლია მეტი სეროტონინის გამოყოფაში.


სეროტონინს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში. იგი გვხდება ტვინში, სისხლში, დამაკავშირებელ ქსოვილებში და მას გავლენა აქვს ადამიანის მეტაბოლიზმზე, აზროვნებასა და ზოგად ფუქნციონირებაზე.

რა თქმა უნდა, არსებობს ამ საოცარი ჰორმონის გამოყოფის სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორები. მაგალითად საკვები პროდუქტები, საკვები დანამატები, სინათლის თერაპია, მედიკამენტები და სხვა. ამ სტატიაში განვიხილავთ 8 საკვებს რომელიც სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს.


ორაგული


თევზის ეს ცხიმოვანი სახეობა შეიცავს ომეგა-3 მჟავას რომელიც ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობისთვის კარგია. ეს პროდუქტი გვეხმარება ძლიერი ძვლების, ჯანმრთელი კანისა და გაუმჯობესებული მხედველობის ქონაში.

ორაგული ასევე შეიცავს D ვიტამინს რომელიც კუნთების განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. ორაგულის ხორცის კვირის რაციონში ორჯერ ქონა საკმარისია იმისთვის, რომ საჭირო დოზის ტრიპტოფანი გამოიყოს სხეულში. ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის არსებობს გოგრის მარცვლების, ნიგვზისა და სოიოს ალტერნატივა.


შინაური ფრინველების ხორცი


ქათმის, ინდაურისა და ბატის ხორცში ვაწყდებით მაღალ პროტეინსა და დაბალ ცხიმს. ასევე სხვა ყველა ნივთიერებას რომელიც ჩვენს სხეულს „აიძულებს“ სეროტონინის გამოყოფა დააჩქაროს.


კვერცხი


კვერცხი ბევრი ადამიანის ყოველდღიური ნუტრიციის განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მისი მომზადების სხვადასხვა მეთოდები და გზები არსებობს და ამ მეთოდებიდან ბევრი, საკმაოდ არაჯანსაღია. მაგალითად, კვერცხის შეწვისას მას ბევრი ცხიმი ემატება, რაც მას ნაკლებად სასარგებლოს ხდის.

რაც შეეხება კვერცხის მოხარშვას, ან მოთუშვას ამ დროს იგი ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს. განსაკუთრებით როცა მას სალათთან ერთად ვიღებთ.

მარცვლეული


მარცვლეულში შესაძლოა ორაგულთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ტრიპტოფანი გვხვდებოდეს, თუმცა ის მშვენიერი ალტერნატივა შეიძლება იყოს ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის. სალათზე მარცვლეულის მოყრით, ან სასუსნავებში მისი მოხვედრით შესაძლოა ჯანსაღი საკვების არჩევანი გქვონდეს.


რძე


კალციუმის შესანიშნავი წყარო რომელიც ასევე ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეში გვეხმარება. დაბალი ცხიმის მქონე რძის შეძენა უფრო რეკომენდირებულია, რადგან ის უფრო ჯანსაღია.


სოიოს პროდუქტები


პროდუქტები რომლებიც სოიოს შეიცავენ, შესაძლოა მშვენიერი ალტერნატივა იყოს ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის ტრიტოფანის მისაღებად. მაგალითად ტოფუს, სოიოს რძისა და სოიოს სოუსის მიღება სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს.


თხილეული


თხილეულის ქონა ყოველდღიურ საკვებ რაციონში შესანიშნავი გზაა ჯანსაღი ცხიმებისა და პროტეინის მისაღებად. თხილეულით სუსნაობა ჯანსაღი გზაა მადის მოსაკლავად ძირითადი საკვების მიღებამდე. ისინი ასევე გვეხმარებიან ტრიპტოფანის გამოყოფაში.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page