top of page
Search

ბიპოლარული I და II აშლილობა

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Jul 29, 2020
  • 3 min read

Updated: Mar 25, 2023

ბიპოლარული აშლილობა არის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დარღვევა რომელიც გუნება-განწყობილების (მანიისა და დეპრესიის) ეპიზოდების მონაცვლეობით გამოიხატება. ბიპოლარობა აისახება ადამიანის ხასიათზე, ფიქრებსა და ქცევებზე.

ძირითადად ვხვდებით ბიპოლარული აშლილობის I და II ტიპს. ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM) მიხედვით, I ტიპის ბიპოლარული აშლილობა მოიცავს მწვავე მანიის ეპიზოდებსა და დეპრესიის ხშირ ეპიზოდებს. ხოლო მეორე ტიპის ბიპოლარული აშლილობა, ნაკლებად მწვავე მანიის ფორმით გამოიხატება რომელსაც ჰიპომანიას უწოდებენ.

სიმპტომები

დეპრესიული ეპიზოდი პირველი ტიპის შემთხვევაში როგორც წესი მოსალოდნელია (თუმცა არა ყოველთვის) , ხოლო მეორე ტიპის მიმდინარეობისას აუცილებლად გვხვდება ერთი, ან რამდენიმე მძიმე დეპრესიული ეპიზოდი. ძირითადი სიმპტომები რომელიც დეპრესიის ეპიზოდის დროს გამოიხატება არის:

· ინსომნია, ან ჰიპერსომნია;

· უმიზეზო, ან უკონტროლო ტირილი;

· მწვავე დაღლილობის შეგრძნება;

· ინტერესის დაკარგვა ისეთ საკითხებზე, რაც ნორმაში ყოფნის დროს პაციენტისთვის საინტერესოა;

· მოჭარბებული ფიქრები სიკვდილსა და სუიციდზე.

ორივე ტიპის აშლილობა მოიცავს მდგომარეობას რომელსაც უწოდებენ „euthemia“-ს, რაც გულისხმობს სიმპტომებისგან თავისუფალ, „ნორმალურ“ პერიოდს.

მანია

მანიის ეპიზოდები გრძელდება სულ მცირე შვიდი დღის განმავლობაში. ადამიანი მანიის ეპიზოდში შეიძლება განიცდიდეს:

· ეიფორიის შეგრძნებას;

· ძილის ნაკლებობას;

· მოჭარბებულ სექსუალურ მოთხოვნილებას;

· ჰალუცინაციებს, ან დელუზიებს;

· ენერგიის მოზღვავებას.

მანიის ეპიზოდში ინდივიდმა შესაძლოა სარისკო, ან დაუფიქრებელი ქცევა განახორციელოს. მაგალითად, შესაძლოა რისკის შემცველი სექსუალური ქცევა განახორციელოს, დახარჯოს საკმარისზე მეტი ფული, ან მიიღოს იმპულსური გადაწყვეტილებები.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მანიის ეპიზოდი ავტომატურად არ გულისხმობს, რომ პიროვნება გახდება საშიში, ან აგრესიული. ზოგჯერ, ბევრი ფიქრობს, რომ მანიის ეპიზოდს უწოდებენ „მანიაკად“ ქცევას, რაც ცხადია, სიმართლე არაა.

ჰიპომანია

ადამიანი რომელსაც აქვს ჰიპომანიის ეპიზოდი შესაძლოა, განიცდიდეს მსგავს სიმპტომებს, თუმცა მათი ფუნქციონირების ხარისხი შესამჩნევად შეზღუდული არ არის. ბევრი ადამიანი რომელსაც აქვს ბიპოლარული დარღვევის მეორე ტიპთან დაკავშირებული ჰიპომანიის ეპიზოდი, მოზღვავებულ ენერგიასა და ძილის სურვილის ნაკლებობას საკუთარი თავის სასარგებლოდ იყენებს.

გამომწვევი მიზეზები

მიუხედავად იმისა, რომ I ტიპის ბიპოლარული აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია, ხშირად გენეტიკურ ფაქტორებს განიხილავენ მთავარ მიზეზად, რაც დამტკიცებულია კვლევებით, რომელშიც ოჯახის ისტორიის გათვალსწინებით ტყუპებიდან ერთ-ერთს, ან ორივე ბავშვს დაუდგინდა ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი. იდენტური ტყუპების შემთხვევების 40%-ში ორივეს უდასტურდებოდა ბიპოლარული აშლილობა მაშინ როდესაც, სხვადასხვა კვერცხუჯრედის ტყუპებში ასეთი შემთხვევები 10%-ზე ნაკლები იყო.

სხვა ფაქტორები შეიძლება იყოს თავის ტვინის პათოლოგიები, ნეიროტრანსმიტერების დისბალანსი, ან ისეთი გარემო ფაქტორები, როგორიცაა ბავშვობის ტრავმა, ან ძალადობა.

დიაგნოსტირება

ბიპოლარული აშლილობის დროს (ტიპის მიუხედავად) პროფესიონალი ვალდებულია გამორიცხოს სხვა დაავადებები. მაგალითად: შიზოაფექტური აშლილობა, შიზოფრენია, ან შიზოფრენიფორმული აშლილობა.

ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არ შეიძლება დაისვას ისეთი სადიაგნოსტიკო საშუალებებით როგორიცაა სისხლის ტესტი, ან რენტგენი. დიაგნოსტირება ეყრდნობა იმ კრიტერიუმებს რომელსაც ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს, იმისთვის რომ ჩაითვალოს ბიპოლარული აშლილობის მქონედ. სადიაგნოსტიკოდ შესაძლოა საჭირო გახდეს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ეეგ, ან სისხლის საერთო ანალიზი იმისათვის, რომ გამოირიცხოს სხვა ფიზიკური მდგომარეობები. ექიმი ასევე სვამს კითხვებს და პაციენტისგან მოითხოვება მაქსიმალური ჩართულობა და გულწრფელობა იმისთვის, რომ შეირჩეს სწორი და ეფექტური მკურნალობის გეგმა.

მკურნალობა

ბიპოლარული აშლილობის I ტიპის მკურნალობა არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია სიმპტომების რაობასა და სიმწვავეზე.

განწყობის სტაბილიზატორები არის მკურნალობის პროცესის წამყვანი ძალა. ხშირად გამოიყენება ასევე სხვა აგენტები, როგორიცაა:

  • გუნება-განწყობილების სტაბილიზატორი, როგორიცაა ლითიუმი;

  • ანტიკონვულსანტები გუნება-განწყობილების ცვლილების სტაბილიზებისთვის;

  • ანტიფსიქოზური მედიკამენტები ფსიქოტური სიმპტომების კონტროლისთვის, როგორიცაა დელუზიები და ჰალუცინაციები და ასევე შედარებით ახალი, „ატიპიური“ ანტიფსიქოზური მედიკამენტები, რომელსაც გააჩნია გუნება-განწყობილების სტაბილიზატორის ფუნქციებიც.

  • ანტიდეპრესანტები (იშვიათად გამოიყენება, რადგან შესაძლოა იქცესს მანიის ეპიზოდის ტრიგერად)

უფრო მწვავე შემთხვევებში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ელექტროკონვულსიური თერაპია (ეკთ) მანიისა და დეპრესიის ეპიზოდების უკეთესად სამართავად.

ორივე ტიპის ბიპოლარული აშლილობისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა

იქედან გამომდინარე რომ ჰიპომანია ნაკლებად მწვავედ მიმდინარეობს, ვიდრე I ტიპის მანიის ეპიზოდი და II ტიპის ბიპოლარული აშლილობა ხშირად მოხსენიებულია როგორც შედარებით „მსუბუქი“, - რაც არაა სწორი. I ტიპის მქონე ინდივიდებს შესაძლოა მანიის დროს ჰქონდეთ უფრო სერიოზული სიმპტომები, მაგრამ ჰიპომანია რჩება ერთ-ერთ სერიოზულ მდგომარეობად რომელსაც შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი შედგები მოყვეს.

კვლევები აჩვენებს, რომ II ტიპის შემთხვევაში დომინირებს დეპრესიის უფრო ხანგრძლივი და მწვავე ეპიზოდები და დროთა განმავლობაში ამ ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებმა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეპიზოდების შორის შეძლონ სრულყოფილი ფუნქციონირება.

მიუხედავად ამისა, ექსპერტებს სჯერათ, რომ მეორე ტიპის ბიპოლარული აშლილობა ისევე რთულია (თუ მეტად არა), როგორც პირველი ტიპის, რადგან ამ დროს დეპრესია მეტად გახანგრძლივებულია და ეპიზოდებს შორის თვითშეგრძნებაც არ არის ფუნქციურ დონეზე. სწორი მკურნალობა აუცილებელია ნებისმიერი ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს.

გამკლავება

როგორც ბევრი სხვა დარღვევა, ბიპოლარული აშლილობაც დაკავშირებულია სტიგმასთან რომელიც მდგომარეობასთან გამკლავებას უფრო რთულს ხდის. გაითვალისწინეთ, რომ სტიგმა გამომდინარეობს ცოდნის ნაკლებობისგან - ადამიანები რომლებიც ახდენენ დისკრიმინაციას, უმეტესწილად ხელმძღვანელობენ საკუთარი ცოდნითნრომელიც გააჩნიათ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით.

ბავშვებში ბიპოლარული დარღვევა შესაძლოა გამოვლინდეს ბავშვებში ნებისმიერ ასაკში. მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ და ამოიცნონ ნიშნები რომლებიც ამ დარღვევას ახასიათებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვის ფუნქციონირების ხარისხი, ემოციები და ოჯახის ისტორია. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში, სიმპტომების მართვა ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page