top of page
Search

დაბალი თვითშეფასება

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 15, 2020
  • 2 min read

Updated: Jan 3, 2023

თვითშეფასება წარმოადგენს ჩვენს აზრს ჩვენსავე თავზე. ადამიანებს ჯანსაღი თვითშეფასებით მოსწონთ თავიანთი თავები და აფასებენ თავიანთ მიღწევებს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს დროთაგანმავლობაში გარკვეული ტიპის ეჭვები აქვს საკუთარ თავზე და ეს სრულებით ნორმალურია, ვხვდებით ადამიანებს რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ რის გამოც უჭირთ ცხოვრებით ისიამოვნონ და დროის უდიდესი ნაწილი, თავს უბედურად გრძნობენ.

დაბალი თვითშეფასების ნიშნები:


-გადამეტებული კრიტიკულობა საკუთარი თავის მიმართ;

-საკუთარი დადებითი თვისებების დაკნინება და იგნორირება;

-საკუთარი თავის განსჯა სხვებზე უპირატესობის შეგრძნების მოსაპოვებლად;

-ნეგატიური სიტყვების გამოყენება თავის აღწერისას. მაგალითად: მსუქანი, მახინჯი, დებილი და ა.შ;

-ნეგატიური ინტერპერსონალური დიალოგები;

-იმის დაჯერება, რომ ყველანაირი მიღწევა იღბლის და არა შრომის შედეგია;

-საკუთარი თავის დადანაშაულება ისეთ სიტუაციებში რომელზეც ინდივიდს კონტროლი არ აქვს;

-კომპლიმენტების მიუღებლობა.


დაბალი თვითშეფასება და ცხოვრების ხარისხი


დაბალ თვითშეფასებას მნიშვნელოვნად ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ცხოვრების ხარისხზე და იგი შეიძლება გამოიხატებოდეს შემდეგი ფორმებით:

-ნეგატიური ემოციები - მუდმივ თვითკრიტიკას ადამიანის მუდმივ მოწყენილობამდე, დასევდიანებამდე, შფოთვამდე, სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნებამდე მიყვანა შეუძლია.

-პრობლემები ურთიერთობებში - ტოლერანტული განწყობა პარტნიორის უჩვეულო და უმიზეზო ქცევების მიმართ იმის გამო, რომ სჯერათ, რომ სიყვარულს არ იმსახურებენ. ან პირიქით, სხვა ადამიანების დაბულინგება ურთიერთობაში.

-მცდელობის შიში - გამოწვევების შიში იმის რწმენის გამო, რომ არ სჯერათ საკუთარ შესაძლებლობებში;

-პერფექციონიზმი - ადამიანმა შესაძლოა ექსტრემამდე იმუშაოს ისეთი საკითხის მოგვარებამდე რომელიც მას ნაკლად მიაჩნია;

-კრიტიკის შიში - ისეთი აქტივობების თავიდან არიდება რომლებიც კრიტიკის მიღების შესაძლებლობას შეიცავს. იმის მუდმივი განცდა, რომ ყველა მის უარყოფით მხარეებზე გაამახვილებს ყურადღებას;

-დაბალი ამტანიანობა - ადამიანებს დაბალი თვითშეფასებით უჭირთ სტრესთან გამკლავება და უიმედობის შეგრძნების დაძლევა;

-თავზე ზრუნვის პრობლემები - საკუთარ თავზე ზრუნვის სურვილის არ არსებობის გამო ალკოჰოლის, ან ნარკოტიკების მოხმარება და სხვა ტიპის არაჯანსაღ აქტივობებში ჩაბმა;

-თვითდაზიანება - ადამიანების დაბალი თვითშეფასებით თვითდაზიანების მაღალი რისკის ქვეშ არიან.

გამომწვევი მიზეზები


-უარყოფით ემოციებთან დაკავშირებული ბავშობა სადაც მშობლები, ან მასწავლებლები შესაძლოა დიდად კრიტიკულები ყოფილიყვნენ;

-დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში, რაც თავდაჯერებულობის პრობლემებს იწვევდა;

-მიმდინარე ცხოვრებისეული კრიზისი, ან ფინანსური პრობლემები;

-პარტნიორის, მშობლის ან ახლობელი ადამიანის მხრიდან ცუდი მოპყრობა და არაჯანსაღი და ტოქსიკური ურთიერთობები;

-მიმდინარე ქრონიკული ტკივილები, ან სამედიცინო პრობლემები;

-მენტალური აშლილობები. მაგალითად, შფოთვითი აშლილობა, ან დეპრესია.


თვითშეფასების ამაღლებებსი გზები


-ესაუბრეთ საკუთარ თავს დადებითად - მოექეცით საკუთარ თავს ისე, როგორც საუკეთესო მეგობარს;

-ნუ შეადარებთ თქვენს თავს სხვებს - გაიაზრეთ და აღიარეთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია თავიანთი მიზნებით, მიღწევებითა და სურვილებით;

-დაინახეთ დადებითი მხარეები - ეცადეთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლოთ საკუთარ თავს პოზიტიური მხარეების დანახვა და აღნიშვნა საკუთარ თავზე;

-დააფასეთ თქვენი განსაკუთრებული უნარები - მნიშვნელოვანია, ფურცელზე ჩამოწეროთ თქვენი დადებითი მხარეები, რადგან ამ დროს თქვენი მოტორული ფუნქციები მუშაობს და ყოველდღიურად მსგავსი მოქმედების განმეორება ტვინის ერთგვარ ცვლილებას შეუწყობს ხელს;

-დაივიწყეთ წარსული - წარსულში ცხოვრების ნაცვლად ეცადეთ იცხოვროთ მიმდინარე მომენტში და გამოიყენოთ ის;

-შეწყვიტეთ ღელვა - მომავალზე დარდს აზრი არ აქვს, რადგან არც ისე ბევრი რამეა, რასაც შეცვლით მომავალზე. შესაბამისად, მსგავსი არასაჭირო შიშით ცხოვრება პრობლემებს უფრო გიქმნით, ვიდრე გეხმარებათ;

-გაერთეთ - ეცადეთ დაგეგმოთ ისეთი აქტივობა, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ;

-ვარჯიში - ვარჯიში გვეხმარება ტვინის აქტივობის გაზრდასა და საკუთარ თავზე დადებითად განწყობაში. ეცადეთ დაიწყოთ მცირედი დოზით. მაგალითად პირველ დღეს ისეირნეთ ოცი წუთით, შემდეგ კვირაში კი გაზარდეთ დრო და აქტივობების მრავალფეროვნება;

-იყავით ასერტული - ისაუბრეთ საკუთარ საჭიროებებზე, ემოციებსა და აზრებსა პირდაპირ და თამამად;

-გაიმეორეთ ეს აქტივობები ყოველდღე - შესაძლოა იფიქროთ, რა სისულელეა ეს რეკომენდაციებიო. ან, ამის ენერგია და განწყობა რომ მქონოდა, აქამდეც ხომ ვიზამდიო, მაგრამ აუცილებელია ვეცადოთ რომ სისტემური ხასიათი მივცეთ ჩვენს ახალ ჩვევებს, რათა ერთგვარად „დავაპროგრამოთ“ ჩვენი ტვინი.


დაბალი თვითშეფასება მოგვარებადი პრობლემაა. მასზე მუშაობა ინდივიდუალურად და თერაპიის გზით შესაძლებელია. ნუ იფიქრებთ, რომ ის ნეგატიური შეფასებები რომელიც თქვენს თავშია თქვენივე იდენტობის ნაწილია. ეცადეთ წარსული დაივიწყოთ, საკუთარ თავს აპატიოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ წახვიდეთ წინ!

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page