top of page
Search

დეპრესია

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Jan 30, 2020
  • 3 min read

Updated: Dec 30, 2022

რა არის დეპრესია?


დეპრესიას განიხილავენ როგორც ხასიათთან დაკავშირებულ აშლილობას, რომელსაც შესაძლოა აკავშირებდნენ სევდიან განწყობასთან, სიბრაზესთან, სიმარტოვესთან, რასაც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ის არც ისე იშვიათი რამაა. ამერიკული დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სტატისტიკით, ამერიკის მოსახელობის 8.1 პროცენტს 20 წლის და შემდგომ ასაკობრივ კატეგორიაში დეპრესიის დიაგნოზი აქვს.

ყველა ადამიანი დეპრესიას ინდივიდუალურად განიცდის და შესაბამისად, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა ხარისხით ზარალდება.

მაგალითად, დეპრესიულ ადამიანს შესაძლოა აწუხებდეს: პროდუქტიულობის პრობლემა, ვერ ინარჩუნებდეს ურთიერთობებს და რაც მთავარია, ვერ იღებდეს სიამოვნებას ცხოვრებისგან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დეპრესიის დროს ხშირია ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების გამწვავება როგორიცაა: ასთმა, ართრიტი, კიბო, დიაბეტი, ჭარბწონიანობა და სხვა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნორმალურია მოწყენილები ვიყოთ ხანდახან, თუმცა თუ სევდისა და უიმედობის განცდა დიდი ხნის მანძილზე გვაქვს შესაძლოა დეპრესიასთან გვქონდეს საქმე რომლის შესაბამისი მკურნალობაც მნიშვნელოვანია, რადგან სხვა შემთხვევაში ის პროგრესირებს და უფრო მძიმე ხდება.


დეპრესიის სიმპტომები:


დეპრესია ბევრად მეტია ვიდრე სევდიანად ყოფნა. მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანებში უამრავ სხვადასხვა სიმპტომს ვაწყდებით რომელთაგან რამდენიმე ხასიათის ცვლილებასთანაა კავშირში, ზოგი კი_სხეულთან. ასევე უნდა ითქვას ის, რომ ხშირია ისეთი სიმპტომები რომლებიც პერიოდულობით იჩენენ ხოლმე თავს და ისინი შესაძლოა სხვადასხვაგვარად იქნენ გამოვლენილი მამაკაცებში, ქალებსა, თუ ბავშვებში.

მამაკაცებში იგი შეიძლება გამოხატული იყოს აგრესიულობის, მოუსვენრობის, გაღიზიანების და ა.შ შეგრძნებით. ხშირად ვაწყდებით შემთხვევებს, როცა ასევე განიცდიან სიცარიელის, მოწყენილობის, ადვილად გადაღლის შეგრძნებებს. ასევეა, უიმედობის მდგომარეობა და სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება რომელსაც თან შეიძლება ახლდეს ნარკოტიკებისა, თუ ალკოჰოლის მოხმარება და გადაჭარბებული, ან მინიმალური სექსუალური აქტივობა. ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს როგორიცაა დაგვიანებული პასუხი, ნაკლები პროდუქტიულობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ინსომნია და არარეგულარული ძილის ციკლი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულ-მკერდის არეში ტკივილი და საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ქალებში ვაწყდებით არასტაბილურ ხასიათს და მის მკვეთრ ცვლილებებს. ხშირია სევდისა და შფოთვის განცდა, ინტერესის დაქვეითება ისეთი აქტივობების მიმართ რომლის კეთებაც სიამოვნებასთან ასოცირდებოდა.

ასევე სიმპტომები შესაძლოა იყოს: სოციალიზაციის ნაკლები სურვილი, სუიციდური ფიქრები, ძილის რეჟიმის დარღვევა (მცირე დოზით ძილი, ან პირიქით, გადაჭარბებული ძილი, ღამით სეირნობის სურვილი, დილით ადრე გაღვიძება). ასევე ვაწყდებით ენერგიის მკვეთრ ვარდნას, თავბრუსხვევებსა და მადის ცვლილებებს. წონაში კლებას, ან მატებას, სხვადასხვა ტიპის ტკივილებს და ხანდახან უფრო მტკივნეულ მენსტრუაციულ ციკლსაც.

ბავშვებში ვაყწდებით გაღიზიანებას, უკონტროლო ტირილს, სიბრაზეს. ასევე არასაკმარისობის განცდასა და სკოლაში არწასვლის სურვილს, სუიციდურ ფიქრებს (რომელიც შესაძლოა სხვადასხვაგვარად იყოს გამოხატული), აკადემიური მოსწრების გაუარესებასა და კონცენტრაციის პრობლემებს.

შენიშვნა: უნდა აღინიშნოს, რომ სიმპტომების ჩამონათვალი არასრულია და იგი აბსოლუტურად ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის.


დეპრესიის გამომწვევი ფაქტორები:

არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი რამაც შესაძლოა დეპრესია გამოიწვიოს (ბიოლოგიური მიზეზებიდან დაწყებული და გარემო მოცემულობებზე დამოკიდებული შეთხვევებით დამთავრებული).

თქვენ შესაძლოა დეპრესიის დიაგნოზი ოჯახის ისტორიაში გხვდებათ, რაც უფრო მეტად მოწყვლადს გხდიდეთ დიაგნოზთან მიმართებით.

ადრეული ტრავმები ბავშვობაში: ადრეულ ასაკში გადატანილი მძიმე გამოცდილებები და მოვლენები პირდაპირ კავშირშია დეპრესიასთან და მათ პირდაპირი კავშირი აქვთ იმასთან, თუ როგორ რეაგირებს ჩვენი სხეული შიშის განცდისას.

ტვინის სტრუქტურა: ადამიანები რომლებსაც დეპრესია აქვთ ტვინის ფრონტალური ნაწილის მცირე აქტივობას განიცდიან, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს იმის შესახებ, თუ როდის იცვლება ტვინის მდგომარეობა დეპრესიამდე, თუ დეპრესიის შემდგომ.

სამედიცინო შემთხვევები: კონკრეტულმა ქრონიკული

დაავადებების დიაგნოზებმა შესაძლოა დეპრესია გამოიწვიოს. მაგალითად, დეპრესია ხშირია კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებში. ასევე უნდა აღინიშნოს რომ დეპრესიას ვაწყდებით ყურადღების დეფიციტის სინდრომის მქონე ადამიანებშიც (ამ სინდრომზე ცალკე ბლოგს გამოვაქვეყნებთ).

ნარტოკიტეკებისა და ალკოჰოლის მოხმარება: ხშირად დეპრესიას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება იწვევს. ნაბახუსევის მდგომარეობაში ხშირია მძიმე და ინტენსიური ფიქრები რომლებმაც შესაძლო დეპრესიისკენ შეიძლება გვიბიძგოს.

დეპრესიის გამომწვევ სხვა მიზეზებში ვაწყდებით: დაბალი თვითშეფასების ქონის პრობლემას, მენტალური აშლილობების ოჯახურ ისტორიას, კონკრეტული მედიკამენტების გვერდით მოვლენებს, სტრესულ მოვლენებს (საყვარელი ადამიანების დაკარგვა, საყვარელი ცხოველის გარდაცვალება და ა.შ).


შენიშვნა: გამომწვევი მიზეზების სია არასრულია.


დეპრესიის დიაგნოზირება:


არ არსებობს კონკრეტული ერთი მეთოდი ან ტესტი რომელმაც შესაძლოა დეპრესიის დიაგნოზი დაგვისვას. როგორც წესი, ფსიქოთერაპევტები კონკრეტულ კითხვებს სვამენ რომლებიც ხასიათის ცვლილებებთან, მადასთან, ძილის რეჟიმთან, აქტივობის დონესთან, ფიზიკურ ტკივილთან, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებასთან, პანიკურ შეტევებთან, ურთიერთობებთან დაკავშირებულ პრობლემებთან, საკუთარი თავის დაზიანებასთან, იზოლაციასთან და სუციდურ ფიქრებთანაა კავშირში.

ასევე შესაძლოა მოგთხოვონ სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოკვლევების ჩატარება, რადგან ხშირად, დეპრესია ფიზიკური ფორმებით შეიძლება იყოს გამოხატული.

მომავალში ვეცდებით, რომ დეპრესიის ტიპებზე, მკურნალობისა და პრევენციის მეთოდებზე ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავს გავუფრთხილდეთ და არ დავაიგნოროთ მცირე ნიშნები და დროულად მივიღოთ შესაბამისი ზომები. არასდროს არ დახუჭოთ თვალი თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების პრობლემებზე რომლებსაც შესაძლოა ზემოთ ნახსენები სიმპტომები აღენიშნებოდეთ. ხშირად ჰკითხეთ საყვარელ ადამიანებს როგორ გრძნობენ თავს და ეცადეთ, რომ მათთვის იყოთ უსაფრთხო, ღია და მხარდამჭერი, რადგან ერთი ადამიანის ძალისხმევაც კი, უზარმაზარ შედეგებს იძლება დეპრესიული ადამიანის ცხოვრებაში.



 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page