top of page
Search

დეპრესიის ორი მთავარი ტიპი

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 2, 2020
  • 2 min read

Updated: Dec 30, 2022

წინა ბლოგში ვისაუბრეთ დეპრესიის შესახებ, მის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებსა და დიაგნოზირების მეთოდებზე. ამ ბლოგში გვსურს შემოგთავაზოთ ინფორმაცია დეპრესიის ტიპების შესახებ და მათთან გამკლავების გზებზე.

დეპრესია შესაძლოა კატეგორიებად დავყოთ მისი სიმწვავის მიხედვით. არსებობენ ადამიანები რომლებიც დეპრესიის მცირე ხანგრძლივობის ეპიზოდებს განიცდიან და არსებობენ ადამიანები რომლებიც დეპრესიის მძიმე, ხანგრძლივ და რთულ ეპიზოდებს გადიან. ძირითადად გამოყოფენ დეპრესიის ტიპების ორ მთავარ კატეგორიას:

კლინიკური დეპრესიული აშლილობა და ქრონიკული დეპრესიული აშლილობა.

კლინიკური დეპრესიული აშლილობა, დეპრესიის ყველაზე მწვავე ფორმაა და იგი ხასითდება უიმედობის, სევდისა და გამოუსადეგარობის შეგრძნებით რომლებიც ადამიანებს არ ტოვებენ.


იმისთვის, რომ კლინიკური დეპრესიის დიაგნოზი დაგისვან, ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ხუთს მაინც უნდა განიცდიდეთ მინიმუმ ორი კვირის მანძილზე:


1-დეპრესიულობის განცდა მთელი დღის მანძილზე;

2-რეგულარული აქტივობების მიმართ ინტერესის დაკარგვა;

3-წონაში საგრძნობი კლება, ან მატება;

4-გადაჭარბებული ძილი, ან უძილობა;

5-შენელებული აზროვნება, ან მოძრაობა;

6-მუდმიდი გადაღლილობა;

7-დანაშაულის, ან უიმედობის შეგრძნება;

8-დაქვეითებული კონცენტრაცია და გაურკვევლობის შეგრძნება;

9-სიკვდილის, ან სუიციდის შესახებ ფიქრები;


კლინიკურ დეპრესიასთან ასევე აკავშირებენ სხვადასხვა მდგომარეობებს რომელშიც შედის:


1-არატიპიური ქცევები;

2-შფოთვით გამოწვეული სტრესი;

3-შერეული სიმპტომები;

4-წლის სეზონების მიხედვით ხასიათის ცვლილებები;

5-მელანქოლიური შეგრძნებები;


ქრონიკული დეპრესიული აშლილობა (დისტიმია)


დეპრესიის შედარებით მსუბუქი ფორმაა. ამ დიაგნოზს მაშინ სვამენ როდესაც ადამიანს მისი სიმპტომები 2 წლის მანძილზე მაინც აქვს და მას შეუძლია სერიოზული გავლენა იქონიოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რადგან ის დიდი ხნის მანძილზე გრძელდება.


როგორც წესი დისტიმიის სიმპტომებად მოიაზრება:

1-ყოველდღიური აქტივობების მიმართ ინდიფერენტულობა;

2-უიმედობის განცდა;

3-პროდუქტიულობის პრობლემა;

4-დაბალი თვითშეფასება.


მისი მკურნალობა აფსოლუტურად შესაძლებელია, თუ შესაბამის მკურნალობის გეგმას მივყვებით.


დეპრესიის მკურნალობა


დეპრესიის დიაგნოზით ცხოვრება ნამდვილად დიდი პრობლემა შეიძლება იყოს და მნიშვნელოვანია, პრობლემის აღიარება, შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. შესაძლოა კონკრეტული მკურნალობის გეგმით გადაიჭრას პრობლემა, ან კომპლექსური მიდგომით, რასაც თან ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მოყვება.

როგორც წესი მედიკამენტურ და ცხოვრების ტიპებთან დაკავშირებული თერაპია ყველაზე ეფექტურია. გთავაზობთ სხვადასხვა მეთოდებს:


არსებობს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტები:


-ანტიდეპრესანტები;

-შფოთვის საწინააღმდეგო;

-ანტიფსიქოზური მედიკამენტები;


სარგებელთან ერთად მკურნალობის ამ მეთოდს შესაძლოა, გვერდითი მოვლენები ახლდეს თან.


ფსიქოთერაპია

პრობლემზე საუბარმა შესაბამის სპეციალისტთან შესაძლოა დიდი დახმარება გაგვიწიოს და დაგვეხმაროს ახალი უნარების დასწავლაში და ძველი ჩვევების დავიწყებაში.


სინათლის თერაპია


შედარებით ახალი მეთოდია და ნაკლებად გვხვდება საქართველოში. ამ მეთოდში გამოიყენებენ თეთრი სინათლის (ნათების) გარკვეულ დოზას რომელიც ხასიათის ცვლილებების რეგულაციასა და სეზონურ დეპრესიულ ეპიზოდებთან გამკლავებას უწყობს ხელს.


ასევე ყურადსაღებია ცხოვრების წესთან დაკავშირებული რჩევების გათვალისწინება როგორიცაა: ვარჯიში, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან თავის შეკავება. ასევე მნიშვნელოვანია ვისწავლოთ არას თქმა, როცა ამის საჭიროებას ვგრძნობთ. ეს ყოველდღიური ჩვევები შესაძლოა დიდი ნაბიჯი აღმოჩნდეს დეპრესიასთან გამკლავებისას.


 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page