top of page
Search

დეპრესიული აშლილობები

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 2, 2020
  • 2 min read

Updated: Dec 30, 2022

ბიპოლარული აშლილობა


დეპრესიული აშლილობების ერთ-ერთი სახეობაა. რომელიც ადამიანის ხასიათის ცვლილებების ეპიზოდებით გამოიხატება. როგორც წესი, არსებობს ორი ტიპის ეპიზოდი: მანიის (რომელიც ხასიათდება მაღალი ენერგიითა და ენთუზიაზმით) და დეპრესიის (როდესაც ადამიანი ენერგიისაა და ცხოვრების ხალისის ნაკლებობას განიცდის).

ასევე ვხვდებით A ტიპის ბიპოლარულ აშლილობას რომელსაც მხოლოდ მანიის ეპიზოდები ახასიათებს. მისი სიმპტომები შეიძლება იყოს:


· ინტერესისა და სიამოვნების განცდის არარსებობა;

· სევდის, მოწყენის, შფოთვისა და სიცარიელის განცდა;

· ენერგიის დეფიციტი და ყოველდღიური საქმიანობების შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები;

· კონკრეტული მოგონებების გახსენების პრობლემა;

· გადაჭარბებული ძილი, ან ინსომნია;

· წონაში საგრძნობლად კლება, ან მატება;

· სიკვდილისა და სუიციდის შესახებ ფიქრი;

ბიპოლარული აშლილობის მკურნალობის შემთხვევაში, ეპიზოდური გამოცდილებების რაოდენობის მინიმუმადე დაყვანაა შესაძლებელი.


დეპრესია და შფოთვა


ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. კვლევების მიხედვით, პაციენტების 70 პროცენტს, რომელთაც რომელიმე ტიპის დეპრესიული აშლილობა აქვს, ასევე განიცდის შფოთვით აშლილობასაც. შფოთვითი აშლილობის მთავარი სიმპტომებია:

· მოუსვენრობა;

· კონცენტრაციასთან და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები;

· ძილთან დაკავშირებული გართულებები.

შფოთვასთან გამკლავებისთვის გამოიყენებენ:

· კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას;

· მედიკამენტებს;

· ალტერნატიული თერაპიის მეთოდებს (ამ მიდგომაში ყოველდღიურად ახალი მეთოდები გამოცდა და კვლევა ხდება).


ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი სახეობაა. იგი იწვევს არასასურველ და განმეორებითი ტიპის ფიქრებს, სურვილებს, შიშებსა და ქმედებებს.

სწორედ შიშები იწვევს განმეორებითი ტიპის ქმედებებს რომელთაც რიტუალური (კომპულსური) სახე შეიძლება ჰქონდეს. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები შესაძლოა იზოლირდნენ საზოგადოებისგან, რადგან შესაძლოა რიტუალური ჩვევებისგან თავის დაღწევა შეუძლებელი ეგონოთ და მათი არშესრულების შემთხვევაში მოუსვენრობისა და შფოთვის განცდა დაეწყოთ. ხშირად ეს აშლილობა ბავშვობაში ვითარდება და მისი მკურნალობა აუცილებელია, რადგან შესაძლოა იგი დეპრესიაში გადაიზარდოს.


დეპრესია და ფეხმძიმობა


მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმობა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გამოცდილება შეიძლება იყოს მას ხშირად დეპრესიაც თან ახლავს.

დეპრესიის სიმპტომები ფეხმძიმობისას შესაძლოა იყოს:

· მადის ცვლილებები (ზრდა, ან შემცირება);

· უიმედობის შეგრძნება;

· შფოთვა;

· ისეთი აქტივობების მიმართ ინტერესის დაკარგვა რომელიც აქამდე საინტერესო იყო;

· მუდმივი სევდა;

· მახსოვრობისა და კონცენტრაციის პრობლემები;

· ძილთან დაკავშირებული პრობლემები;

· სიკვდილსა და სუიციდზე ფიქრი.

როგორც წესი, მსგავსი ტიპის დეპრესიასთან გამკლავებისას ერიდებიან მედიკამენტურ ჩარევას და იყენებენ ბუნებრივ მეთოდებს ფსიქოთერაპიასთან ერთად, რადგან ჯერ კიდევ არ არის ცნობილი რა შედეგებს იწვევს ნაყოფზე ფეხმძიმობისას მიღებული ანტიდეპრესანტები.

ასევე არსებობს მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რომელზეც ცალკე ბლოგს შემოგთავაზებთ.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page