ეგზისტენციალური კრიზისი და შფოთვა წარმოადგენს არჩევანის, თავისუფლებისა და მნიშვნელობის პრობლემას ინდივიდის ცხოვრებაში. ადამიანს შფოთვა ძალიან ადგება და ეხმარება და იგი საჭიროა ფიზიკური საფრთხისგან და თავის
გადასარჩენად ყოველდღიურ სიტუაციებში. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ეგზისტენციალურ შფოთვას აქ ცოტა უფრო რთულად გვაქვს საქმე.

რა არის ეგზისტენციალური კრიზისი
ეს არის ცხოვრების უმნიშვნელობისა და უაზრობის იდეა. აზრი, რომ ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელობა არ აქვს იმ ლიმიტებისა და შეზღუდვების გამო, რაც ბუნებრივად არსებობს. მაგალითად, სიკვდილის გარდაუვალობა.
ეგზისტენციალური შიში ხშირად მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი ერთგვარ აზრობრივ ცვლილებებსა და რეფლექსიას იწყებს და ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს რაც უსაფრთოხების განცდას ამცირებს. მაგალითად, სტუდენტი რომელიც სახლიდან მიდის, ან ადამიანი რომელიც განქორწინების პროცესშია შესაძლოა ფიქრობდეს, რომ ის აზრობრივი და რაციონალური საფუძველი რომელზე დაყრდნობითაც აქამდე ცხოვრობდა, შეიძლება აზრს იყო მოკლებული. მსგავს სიტუაციებს ხშირად ადამიანი არსებობის მნიშვნელობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებამდე მიყავს.
ეგზისტენციალიზმი ერთგვარად გვასწავლის რომ ჩვენ თავისუფლები ვართ ვაკეთოთ რაც გვინდა და ამ თავისუფლებას ახლავს პასუხისმგებლობაც. თუმცა, სიკვდილის არსებობის გამო ნებისმიერი რამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ შესაძლოა, წარმოგვიდგეს როგორც უაზრობა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით ჩვენივე თავისუფლება ჩვენივე შიშებთან და შფოთვებთან გვაკავშირებს.
ეგზისტენციალისტური პერსპექტივა
ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგებისგან განსხვავებით, ეგზისტენციალისტები ეგზისტენციალურ კრიზისსა და ნიჰილიზმს სხვაგვარად ხედავენ და განიხილავენ. იმის ნაცვლად რომ ამ მდგომარეობაში პრობლემა დაინახონ, ისინი მას მიიჩნევენ ადამიანის სიცოცხლის მნიშნელოვან ნაწილად რომელიც სულაც არაა ნეგატიური და შეუძლია ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვასწავლოს.

ცხოვრების ისეთ გარდაუვალ ნაწილებზე ფიქრი როგორიცაა: სიკვდილი, თავისუფლება, იზოლაცია, უმნიშვნელობა გვაფიქრებინებს, რომ ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება არასაკმარისი და აზრს მოკლებული შეიძლება იყოს.
ეგზისტენციალისტების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს შიშები იმის გამო გვაქვს რომ ერთი კონკრეტული „სწორი“ გზა არ არსებობს იმისთვის თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ გავართვათ ყოველდღიურ საკითხებს თავი. შესაბამისად მათ მიაჩნიათ, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი მნიშვნელობა უნდა შექმნას.
ეგზისტენციალური კრიზისის დაძლევა
მას შემდეგ რაც გავიაზრებთ რამდენად უმნიშვნელოა ადამიანის არსებობა არჩევანის წინაშე ვდგებით: გვინდა თუ არა საერთოდ გვქონდეს მნიშვნელობა?
თუ არა, მაშინ არსებობს რამდენიმე გამოსავალი:
ჰედონიზმი: ცხოვრების ისეთი წესი, რომლის მიხედვითაც მაქსიმილური სიამოვნება უნდა მივიღოთ ცხოვრებისგან. დავლიოთ ბევრი, დავკავდეთ რაც შეიძლება მეტი სექსით და ისე ვიცხოვროთ, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობს. ჰედონისტური ცხოვრების კარგი მაგალითია ძველი საბერძნეთის საზოგადოებები და ის ფესტივალები რომლებიც ორგიებით დღემდე ცნობილია. თანამედროვეობაში ვაწყდებით რამდენიმე ქალაქს მსოფლიოში რომელიც ცდილობს ჰედონისტური ცხოვრების არჩევანი შექმნას. მაგალითად ბერლინი, თავისი სახელგანთქმული ღამის კლუბებით. ერთ-ერთი სახელგანთქმული ჰედონისტი გახლდათ მარკიზ დე სადი რომლის ნაშრომებშიც ჰედონიზმის გავლენა იგრძნობა.

თუ მნიშნელობის ქონის აუცილებლობა არ გაქვთ, მაგრამ გსურთ რომ მშვიდად და ჰარმონიულად იცხოვროთ ყველა თქვენი სურვილის დათმობის ხარჯზე, მაშინ არსებობს ბუდიზმი. თუ ეს თემა თქვენთვის საინტერესოა სავარაუდოდ, შოპენჰაუერის ნაშრომები დაგაინტერესებთ.
თუ მნიშნელობის ქონის აუცილებლობა არ გაქვთ, მაგრამ არ გსურთ რომ ჰარმონიასა და სიმშვიდეს პირადი სურვილების დათმობის ხარჯზე მიაღწიოთ, მაშინ გვაქვს ორი გამოსავალი: მივიღოთ აბსურდი და „დავიკიდოთ“ ყველა ღმერთი, წესი, სტანდარტი და ვიცხოვროთ ისე რომ მაქსიმალური კმაყოფილება განვიცადოთ ცხოვრებისგან. თუ მსგავსი რამ თვქენთვის საინტერესოდ ჟღერს, გაეცანით ალბერ კამიუსა და სემიუელ ბეკეტის შემოქმედებას.
მეორე გამოსავალი ერთგვარად წყლის მდგოამრეობაში ყოფნაა. მსგავსი მდგომარეობა ბუდიზმს გავს, თუმცა მისგან განსხვავებით იგი ადამიანს პირადი სურვილების ქონისგან არ ათავისუფლებს. რეკომენდირებული მწერლები: ჰაიდეგერი, ჯუან-ძი.
იმ შემთხვევაში თუ მნიშვნელობის ქონის აუცილებლობა გაქვთ, მაშინ აქაც აწყდებით არჩევანს:
თუ გსურთ, რომ თავად შექმნათ მნიშვნელობა მაშინ:
არ შეგიძლიათ კოსმიური მამის, ან მამაზეციერის, ან ღმერთის იდეის დაჯერება. არ გწამთ კომუნიზმის, ან სხვადასხვა იდეოლოგიების და გიყვართ ძველი ბერძნები და რომანტიზმი, მაშინ მოგიწევთ თავად შექმნათ მნიშნელობა. მიიღოთ ის ფაქტი რომ მორალისა და ღირებულებების ერთადერთი წყარო ამ სამყაროში თქვენ ხართ და გახდეთ ეგოისტი, რადგან „ღმერთი მოკვდა და ის ჩვენ მოვკალით“. რეკომენდირებული მწერლები: ნიცშე, ჯაკომო ლეოპარდი.

თუკი მნიშვნელობის ქონა გსურთ, მაგრამ მისი შექმნა თავად არ შეგიძლიათ მაშინ კიდევ უფრო მეტი არჩევანი გაქვთ:
1-თუ გსურთ რომ ღმერთის არსებობის იდეა დაიჯეროთ, მაშინ: რელიგიაში თავით უნდა ჩაეშვათ. რწმენა მიიღოთ ისეთ მოვლენად რომელსაც ფაქტებით დამტკიცება არ სჭირდება. უნდა გჯეროდეთ ისეთი რაღაცის რასაც ვერ დაამტკიცებთ, თუმცა ისინი თქვენთვის იქნება უმთავრესი ღირებულება ღმერთის სიყვარულის მსგავსად. რეკომენდირებული მწერლები: კირკეგორი, დოსტოევსკი.
2-თუ თვლით რომ რელიგია უდიდისი სისულელეა მაშინ არსებობს პოლიტიკური იდეოლოგიები რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ. მაგალითად, ეგზისტენციალისტების დიდი ნაწილი მემარცხენე პოლიტიკურ ფრთას მიეკუთვნება (სარტრი მაგალითად, რომელიც მარქსისტი იყო). ბევრი მოაზროვნე თანამედროვე ფილოსოფიაში იგივე პოლიტიკურ ფრთას აფარებს თავს (მაგალითად დენიელ ქუინი, ჟიჟეკი და ა.შ). რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ბევრი მემარჯვენე ფანის ყავს ნიცშეს.
რეკომენდირებული მწერლები: მარქსი, ენგელსი, ბაკუნინი, იულიუს ევოლა, ჟიჟეკი, ალან ბადიუ.
შეჯამება
ვეცადე რომ ეგზისტენციალური კრიზისის საკითხი რაც შეიძლება მოკლედ და კონკრეტულად დამეფარა. სამწუხაროდ, ხშირად ეგზისტენციალური კრიზისი და დეპრესია ერთმანეთში ერევათ და ხშირად, არასწორ მკურნალობაში დიდ დროს ხარჯავენ. მსგავსი ტიპის გამოცდილების „დასაძლევად“ მნიშვნელოვანია შესაბამის ლიტერატურასთან გაცნობა და ემოციურ ინტელექტზე მუშაობა. დიდი იმედი გვაქვს რომ ჩვენი რეკომენდაციები თქვენთვის გამოსადეგი იქნება და დაგეხმარებათ.
სტატიის ავტორი: დავით ზივზივაძე.
ძალიან დიდი მადლობა გაზიარებისათვის🙏