top of page
Search

მარიხუანა და დეპრესია

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 13, 2020
  • 2 min read

Updated: Dec 30, 2022

ბოლო რამდენიმე წელია რაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა განახილავს მარიხუანის დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის თემას. ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება და აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მათ შორისაა მენტალურ საკითხებთან დაკავშირებული კითხვები იმ შედეგებზე, რომელიც მარიხუანის გამოყენებას შეიძლება ახლდეს თან. ამ სტატიაში შევეცდებით მეტ-ნაკლებად დავაკმაყოფილოთ თქვენი ინტერესები რამდენიმე კვლევის შედეგების გამოყენებით.


არის თუ არა მარიხუანა ეფექტური დეპრესიის წინააღმდეგ?


2015 წელს ბაფალოს კვლევითმა უნივერსიტეტმა ედიქციების შესახებ, გამოაქყვეყნა კვლევის შედეგები რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ადამიანის ტვინში არსებულ

ქიმიურ კომპონენტს, ენდოკანაბინოიდს რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს დადებით ემოციებთან და ზოგადად, „კარგად ყოფნასთან“, მარიხუანაში შემავალი კომპონენტები სხეულში მოხვედრის შემდეგ გამოყოფაში ეხმარებიან.

ეს პროცესი კი შესაძლოა ენდოკანაბინოიდის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში დაგვეხმაროს, რაც დეპრესიული ადამიანების შემთხვევაში შეიძლება ითქვას, მოშლილია. მარიხუანის გამოყენება დეპრესიულ პაციენტებში იწვევს დადებით ემოციებს, შვებას და ზოგადად, ადამიანის კრეატიული უნარების განვითარებას. „მოსაწევის“ გამოყენება გვეხმარება მძიმე ემოციების გადატანასა და შფოთვითი ან პანიკური შეტევების თავიდან აცილებაში.


მარიხუანას მოხმარების უარყოფითი შედეგები დეპრესიის მკურნალობისას


მოუხედავად იმისა რომ უამრავმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მარიხუანას მოხმარებას ანტიდეპრესანტული ეფექტი და შედეგი ახლავს თან, არსებობენ მისი გამოყენების იდეის მოწინააღმდეგეებიც. არსებობს “დემოტავიციური სინდრომი“ რომელიც მარიხუანის რეგულარულ მომხმარებლებში გვხვდება და იგი ხასიათდება ერგვარად სიზარმაცის, ნაკლები აქტივობის, აპათიურობისა და სოციალურ სიტუაციებთან დაკავშირებული სირთულეებით. მიუხედავად იმისა რომ დეპრესიულ ადამიანებში მარიხუანას მოხმარებისას ხასიათის დადებითი ცვლილებები მალევე შეინიშნება, შესაძლოა, საქმე გვქონდეს კარგად ყოფნის ილუზიასთან რომელიც ნივთიერებაზეა დამოკიდებული და მისი ზემოქმედების გარეშე ადამიანს შესაძლოა კარგად ყოფნა ძალიან უჭირდეს და დამატებითი დახმარების მიღების აუცილებლობა ჰქონდეს.


კავშირი დეპრესიასა და მარიხუანას მოხმარებას შორის


კვლევების უმრავლესობა ადასტრურებს, რომ დეპრესიას გენეტიკური, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები იწვევს უმრავლეს შემთხვაში, თუმცა ასევე ვაწყდებით შემთხვევებს, როცა დეპრესიის დიაგნოზს სხვამენ ისეთ დროსაც როცა პაციენტი მარიხუანას ხშირი მომხმარებელი იყო. 1997 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მარიხუანას მოხმარება არამარტო შვებას და ხასიათის დადებით ცვლილებებს, არამედ პირიქით, ნეგატიურ ემოციებსაც შესაძლოა იწვევდეს.


მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვლევა ჩატარდა მარიხუანას მოხმარებასა და დეპრესიას შორის კორელაციის დასამტკიცებლად უნდა ითქვას, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელი გახდა. თუმცა, ამ ნივთიერების მოხმარება მაშინ, როცა ბიპოლარულ აშლილობასთან, ნებისმიერი ტიპის შიზოფრენიასთან ან პოსტ ტრავმული სტრესის აშლილობასთან გვაქვს, რეკომენდირებული არაა, რადგან მას შეუძლია ემოციური მდგომარეობის გამწვავება.


მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერება სიმძიმის მიუხედავად დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და მომხმარებლები არ უნდა ისჯებოდნენ, ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციასთან წვდომა აუცილებელი და სავალდებულოა. სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა არ იცის რა ვითარებასა და სიტუაციაში და როგორ მოიხმაროს

სხვადასხვა ტიპის მსუბუქი, თუ მძიმე ნარკოტიკი, ან როგორ შეიძლება შეამოწმოს ნივთიერებების ხარისხი. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ ადამიანების დაჭერისა და ადმინისტრაციული ჯარიმის ნაცვლად სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები და სარეაბილიტაციო პროგრამები უფროა საჭირო. რაც შეეხება მარიხუანას რომელიც ალბათ, ყველაზე ხშირად გამოყენებული მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებაა საქართველოში, იგი ბევრად უფრო ნაკლებად საზიანოა სიგარეტის, ალკოჰოლის და თუნდაც იმ ჰაერის სუნთქვაზე, რომელიც თბილისსა და რუსთავში გხვდება.

 
 
 

Commentaires


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page