top of page
Search

მოდი ვისაუბროთ სტიგმაზე, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ.

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Jan 29, 2020
  • 2 min read

Updated: Dec 30, 2022

მენტალური ჯანმრთელობა იმდენად მნიშვნელოვანია რამდენადაც ფიზიკური ჯანმრთელობა, თუმცა ამ საკითხზე საუბარსა და მსჯელობას რატომღაც ბევრი თავს არიდებს და მისგან მონსტრის შექმნასაც არ ერიდება. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ მენტალური ჯანმრთელობის განმარტება რომელიც ადამიანის ისეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, როცა მას არ აღენიშნება მენტალური აშლილობები, ან პრობლემები და იგი ფუნქციურია ემოციურ და ქცევით დონეზე.


სამწუხაროდ, მსგავსი მდგომარეობის შენარჩუნება სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე ყოვეთვის ვერ ხერხდება. მაგალითად, არსებობს გენეტიკური ფაქტორები; ჩვენგან დამოუკიდებელი მოვლენები რომელსაც სხვადასხვა ტიპის გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ადამიანზე; უბედური შემთხვევები და ა.შ.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა თუ რატომ არსებობს სტიგმა სხვადასხვა საზოგადოებებში ამ საკითხზე თუ ის ამხელა მნიშვნელობას ატარებს?

ჯერ კიდევ დასავლურ სამყაროში ახლახანს დაიწყო ყინულმა დნობა და იმის გააზრება, რომ თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების რაღაც ეტაპზე სჭირდება პროფესიონალი ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტისა, თუ ფსიქიატრის დახმარება და ამაში ტრაგიკული არაფერია. წარმოიდგინეთ რომ დაეცით და ხელი მოიტეხეთ, მაგრამ ექიმთან იმის გამო არ წახვიდეთ რომ სხვების განსჯისა, თუ დაცინვის გეშინიათ. დაახლოებით იგივენაირად შეიძლება გრძნობდეს თავს ვიღაც თქვენ ირგლივ, როცა ფსიქოლოგთან ვიზიტზე კი არ ფიქრობს, შეიძლება ოცნებობს კიდეც, მაგრამ ამის შესახებ ვერ გეუბნებათ. ეს ვიღაც შეიძლება თქვენი შვილი, მამა, ძმა ან საუკეთესო მეგობარი იყოს.

პრობლემის სიღრმისეულად გასაგებად აჯობებს სტიგმის მნიშვნელობა განვსაზღვროთ.

ლექსიკონ-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში მიხედვით, სტიგმა არის ნეგატიური ნიშანი რომელიც პიროვნების ღრმა დისკრედიტაციას იწვევს, გამოარჩევს მას საზოგადოებისგან, პიროვნულ გაუფასურებას იწვევს და ისე ამცირებს მას სხვების თვალში, რომ სრულფასოვანი პიროვნების ნაცვლად არასრულფასოვან, შელახულ და „ბინძურ“ ინდივიდად გამოიყურება. სტიგმა ადამიანს სხვა „ნორმალურ“ ადამიანზე ნაკლები ღირებულების მქონედ აქცევს.

სტიგმატიზირებული პიროვნებები მთლიანობაშელახულ, კომპრომისულ და ზოგ შემთხვევაში სრულფასოვან პიროვნებაზე დაბლა მდგომ ადამიანებად მიიჩნევიან.

არსებობს უამრავი კვლევა და დაკვირვება იმის შესახებ თუ რა იწვევს სტიგმას და პასუხი ლოგიკურია, მწირი განათლება და სხვა ადამიანებისა და მათი პრობლემების მიმართ ინდიფერენტულობა (რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებიც არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხაზი ძირითად მიზეზებს გვინდა გავუსვათ). საკითხის სტიგმატიზების შეწყვეტა აუცილებელია თუ გვინდა რომ ჯანსაღი საზოგადოება გვქონდეს, რადგან მენტალური პრობლემები საქართველოს საზღვრებს არ ცნობს და ის ისევე შეიძლება აწუხებდეს ნებისმიერ ჩვენგანს, როგორადაც ავსტრალიელ, ამერიკელ, თუ უგანდელ ადამიანებს. ჩვენი ქვეყანა პრობლემების სიმცრით ისედაც არ დაიკვეხნის იქნება ეს ეკონომიკური პრობლემები, თუ სოციალური და შესაბამისად, მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად მოვუფრთხილდეთ ახალგაზრდა თაობას რომელსაც სოციალური მედიის ხანაში ისედაც ბევრ სხვა დემონთან უწევს ბრძოლა.

მენტალური ჯანმრთელობა იმდენად მნიშვნელოვანია რამდენადაც ფიზიკური და საკითხის სტიგმატიზება ყველას აზარალებს. აუცილებელია, რომ ჩვენი ჯანმრთელობის პრიორიტეტულობა გავიაზროთ და მეზობელი იქნება, თუ გამვლელი რომელიც "გიჟს" იმიტომ გვიწოდებს, რომ ფსიქოლოგის, თუ ფსიქიატრის კაბინეტში შემავალი დაგვინახა, ავუხსნათ, რომ ცოტა უფრო მეტი გაგებით მოეკიდოს საკითხს.

 
 
 

Comentarios


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page