top of page
Search

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 6, 2020
  • 2 min read

Updated: Jan 3, 2023

ბავშვის გაჩენამ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შესაძლოა ბევრი სხვადასხვა ემოცია გამოიწვიოს. დაწყებული აღტაცებითა და სიხარულით, დამთავრებული შფოთვითა და შიშით. რაც ბევრმა ადამიანმა არ იცის, ისაა, რომ ბავშვის გაჩენას შესაძლოა მოჰყვეს დეპრესიაც.

ახალი დედებისა და მამების უმრავლესობა განიცდის ხასიათის მკვეთრ ცვლილებებს, ტირილის მძლავრ სურვილს, ძილის პრობლემებსა და შფოთვას.

როგორც წესი, მსგავსი ტიპის ემოციები 2-3 დღიდან, 2 კვირამდე გასტანს ხოლმე.

მაგრამ ზოგიერთი ახალი მშობელი ამ მდგომარეობას უფრო დიდი ხნის მანძილზე განიცდის და ამ მდგომარეობას პოსტ სამშობიარო დეპრესია ჰქვია (ასევე ძალიან იშვიათად გვხვდება პოსტ სამშობიარო ფსიქოზის დიაგნოზიც).


სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქი, ან უკიდურესად მძიმე და იგი მოიცავს:

-ხასიათის ცვლილებებს (დეპრესიულ განწყობას);

-შფოთვას;

-ბავშვთან დაახლოების პრობლემას;

-ენერგიის დეფიციტსა და მუდმივ გადაღლას;

-სიამოვნების უნარის დაქვეითებას;

-ძლიერი ბრაზის განცდას;

-შიშის ქონას იმის შესახებ, რომ საკმარისად კარგი მშობელი არ ხარ;

-უიმედობის განცდას;

-პანიკურ შეტევას;

-თვითდაზიანების, ან ბაშვის ფიზიკური დაზიანების შესახებ ფიქრებს;

-სევდა-მოუსვენრობას;

-გადაჭარბებულ შეგრძნებებს;

-უმიზეზოდ ტირილს;

-კონცენტრაციის პრობლემებს;

-მადის დაქვეითებას;

-ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს.


რაც შეეხება პოსტ სამშობიარო ფსიქოზის სიმპტომებს, ისინია:

-გაურკვევლობა და დისორიენტაცია;

-ობესისიური ფიქრები ბავშვზე;

-ჰალუცინაციები და დელუზიური გამოცდილებები;

-მოზღვავებული ენერგია და გაღიზიანებულობა;

-ძილის პრობლემები;

-პარანოია;

-თვითდაზიანებასა და ბავშვის დაზიანებაზე ფიქრი.


გამომწვევი მიზეზები:

როგორც წესი ერთი კონკრეტული მიზეზი არ გვხვდება, თუმცა გამოყოფენ ფიზიკურ და ემოციურ ტრავმას:

ფიზიკური ცვლილებები - მშობიარობის შემდეგ ჰორმონალური ცვლილებები სხეულში, შესაძლოა განვიხილოთ ერთ-ერთ მიზეზად. ჰორმონალური ცვლილებების გარდა ვიზუალურ ცვლილებებთან გამკლავებაც, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი შეიძლება გახდეს რომელიც შეიძლება დეპრესიაში, ან კვებით აშლილობაში გადაიზარდოს.

ემოციური პრობლემები - როდესაც ადამიანს ძილი და მოსვენება აკლია, შეიძლება მცირედი პრობლემაც კი ძალიან მძაფრად აღიქვას, რაც კიდევ უფრო მეტად გადაღლას იწვევს. ახალი მშობლები ხშირად განიცდიან შფოთვასა და შიშს ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე და მცირედი უსიამოვნებების შესახებ გადაჭარბებულმა შიშმა ასევე შეიძლება მიგვიყვანოს დეპრესიამდე.


მშობიარობის შემდგომი დეპრესია მამებში

ახალმა მამებმა ასევე შეიძლება განიცადონ მსგავსი ტიპის დეპრესია. სიმპტომები ძირითადად იგივეა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში შესაძლოა საქმე გვქონდეს

ურთიერთობებთან დაკავშირებულ პრობლემებთან, სუიციდურ ფიქრებთან, ან განქორწინების შესაძლებლობების განხილვასთან.


როდის უნდა მივიდეთ ექიმთან?

თუ ზემოთხსენებული სიმპტომები ორ კვირაზე დიდ ხანს გრძელდება, აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს და შესაბამისი პროფესიონალური დახმარების მიღება ვითხოვოთ, რათა სამომავლო პრობლემები ავიცილოთ თავიდან. ასევე აუცილებელია დაუყოვნებლივი ჩარევა მაშინ, როცა სუიციდურ ფიქრებთან გვაქვს საქმე.


 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page