top of page
Search

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 3, 2020
  • 2 min read

Updated: Dec 30, 2022

არის ხასიათთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული აშლილობა რომელიც ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პიროვნული აშლილობაა. ზოგადად, ნებისმიერი აშლილობის მქონე ადამიანის ქცევა განსხვავდება სხვა ადამიანების ქცევიდან ინფორმაციის მიღების, აღქმისა და გამოყენების თვალსაზრისით.

იგივეს თქმა შეგვიძლია იმაზეც, თუ როგორ ფიქრობს ადამიანი როცა მას რაიმე ტიპის პიროვნების აშლილობა აქვს. მოსაზღვრე პიროვნების აშლილობისას ადამიანს საკუთარი თავის ობიექტურად აღქმის, ემოციებისა და ურთიერთობების დაბალანსების სერიოზული პრობლემა აქვს. იგი ხასიათდება ექსტრემალური მიტოვების, ან უარყოფის შიშით და მარტოობის იდეის მიუღებლობით.


სიმპტომები:

-მძაფრი შიში იმისა, რომ ადამიანს მიატოვებენ, რის თავიდან ასაცილებლად რადიკალურო ნაბიჯების გადადგმა ხდება;

-პიროვნების იდეალიზება და ცოტა ხანში მისი სრულებით დაკნინება;

-ღირებულებებისა, თუ აზრების სწრაფი ცვლილება და საკუთარი იდენტობის დაკნინება ისე, თითქოს, ის არასდროს არსებობდა;

-სტრესთან დაკავშირებული პარანოია და რეალობისგან წუთიერი, ან საათობრივი მოწყვეტა;

-იმპულსური და სარისკო ქცევები. აზარტულ თამაშებში ჩაბმა, უსაფრთხოდ მანქანის ტარება, დაუცველი სექსი, ფულის დიდი რაოდენობით ხარჯვა, უკონტროლო კვება, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება, პირადი წარმატების საბოტაჟი (სამსახურის მიტოვება), ან სრულებით ჯანსაღი ურთიერთობის დანგრევა;

-საკუთარი თავის დაზიანება, მიტოვების, ან უარყოფის შიშის გამო;

-მასიური ხასიათის ცვლილებები რომელმაც რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღემდე შეიძლება გასტანოს (ბედნიერება, სტრესი, შფოთვა და ა.შ);

-სიცარიელის შეგრძნება;

-ბრაზთან დაკავშირებული პრობლემები რომელიც ფიზიკური ჩხუბით, ან სარკასტული და „ენამწარე“ კომენტარებით შეიძლება იქნას გამოხატული;


სიმპტომები შესაძლოა მწვავე, ან ნაკლებად მწვავე იყოს პიროვნების ასაკის მიხედვით. როგორც წესი დიაგნოზს იმ ადამიანს უსვამენ რომელსაც ჩამოთვლილი სიმპტომებიდან 5 მაინც აქვს.


რა იწვევს მოსაზღვრე პიროვნულ აშლილობას?


ხშირ შემთხვევაში კონკრეტული მიზეზები უცნობია. როგორც წესი აერთიანებენ გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს რომელსაც პიროვნების განვიათარებაზე, საკუთარი თავის აღქმაზე, ადამიანებთან ურთიერთობების გზებსა და ემოციურ სტაბილურობაზე დიდი გავლენა აქვს.


ბავშვობაში გადატანილი ტრავმული გამოცდილებები ხშირად მოიაზრება ერთ-ერთ სიმპტომადაც. ადამიანები რომლებსაც მშობლებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა), ხშირად ამ დიაგნოზის რისკის ქვეშ მოიაზრებიან.


რა შემთხვევაშია საჭირო სამედიცინო ჩარევა


აუცილებელია შებამისი სამედიცინო სერვისების მიღება, თუ რომელიმე სიმპტომს განიცდით. შესაბამისი სპეციალისტი აუცილებლად გკითხავთ შემდეგ საკითხებზე:

-როგორ გრძნობთ თავს;

-თქვენი ბოლო დროინდელი ქცევების აღწერა;

-რა გავლენა აქვს თქვენს ემოციებს ყოველდღიურ ცხოვრებასა და მის ხარისხზე.


ხშირად მსგავსი დიაგნოზის არსებობისას დეპრესიის დიაგნოზსაც სვამენ, რადგან ისინი კავშირშია ერთმანეთთან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ პრობლემის დროულად მოგვარება და კონტროლი, რათა შემდგომი გართულებები თავიდან იქნას აცილებული.


მკურნალობის მეთოდები


შესაძლოა იყოს მრავალფეროვანი. დაწყებული ინდივიდუალური, თუ ჯგუფური თერაპიიდან, დამთავრებული მედიკამენტური ჩარევით. პროცესმა შესაძლოა 1 წლამდე გასტანოს, რაც დამოკიდებულია მდგომარეობის სიმწვავეზე. როგორც წესი, შესაბამისი ჩარევის შემდეგ ადამიანების დიდი ნაწილი ახერხებს გადალახოს ყველა სიმპტომი, თუმცა იშვიათ შემთხვევებში როცა მათი განმეორე ხდება, შემდგომი თერაპიული ჩარევა აუცილებელი ხდება.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page