top of page
Search

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის ქვეტიპები

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 3, 2020
  • 2 min read

Updated: Dec 30, 2022

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობით დაავადებულ ადამიანებს მიტოვების და უარყოფის შიში, მწვავე სენსიტიურობა და კრიტიკისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ხშირად ბავშვობისდროინდელი ტრავმის შედეგად ზრდასრულ ასაკში უვლინდებათ.

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა სიმპტომების მრავალფეროვნებით და სიუხვით

გამოირჩევა და ასევე განსხვავებული სიმწვავით გამოიხატება ადამიანებში. გამომდინარე აქედან, მოსაზღვრე პიროვნულ აშლილობას ბევრი ქვეტიპი გააჩნია, თუმცა ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა ოთხი ძირითადი ქვეტიპი :


· იმპულსური;

· ტემპერამენტული;

· გულგატეხილი;

· თვითგამანადგურებელი.


მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა - იმპულსური


ეს ქვეტიპი სხვა დანარჩენთაგან ქარიზმატულობით გამოირჩევა და ფსიქოლოგ, თეოდორ მილონის მიხედვით ისტერიულ (თეატრალურ) პიროვნულ აშლილობას გავს. ამ ქვეტიპის ძირითადი სიმპტომებია :

· ფლირტაობს განურჩევლად ყველასთან, ხანდახან გაუაზრებლადაც კი;

· მიმზიდველობა, ამ ქვეტიპის მქონე ადამიანებს ბუნებრივი მაგნეტიზმი გააჩნიათ;

· მოუხელთებელი, თავის დაძრომის მოყვარული;

· ზერელე და ზედაპირული,ერთი შეხედვით კონტაქტური , თუმცა ღრმა ურთიერთობებს ერიდება;

· დიდი ენერგიის მატარებელი, ადვილად სწყინდება;

· დამახასიათებელია ყურადღების მისაქცევი ქცევები;

· შედეგების გაუთვალისწინებლად მიღებული რისკიანი გადაწყვეტილებები;

· მანიპულატორი


მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა - ტემპერამენტული


ამ ქვეტიპის მქონე ადამიანები მოულოდნელობებით არიან სავსე.მათ ახასიათებთ უეცარი სიფიცხე მოუთმენლობის ფონზე.ისინი არიან ჯიუტები და შეცდომების აღიარება არ უყვართ.ამ ქვეტიპის დანარჩენი სიმპტომებია:

· გრძნობების გამოხატვის უუნარობა;

· სიბრაზის შემოტევა;

· სოციალური შფოთვა;

· მიტოვების მძლავრი შიში;

· აუცილებლობა აკონტროლოს გარშემომყოფები;

· დაუკმაყოფილებლობის შიში ურთიერთობებში;

· თანმდევი აშლილობები მაგ. კვებითი აშლილობა;

· ეჭვიანობა/პარანოია ურთიერთობებში;

· თვითდაზიანება;

· გუნება-განწყობილების ინტენსიური ცვალებადობა;

· „მტკიცება“იმისა, რომ არ უყვართ;

· აღიარების მუდმივი ძიება;

· Push&pull ურთიერთობები;

· პასიურ-აგრესიული ქმედებები;

· თვითდაზიანებითა და სუიციდით მანიპულირება.


მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა - გულგატეხილი


ამ შემთხვევაში საქმე დამოკიდებული პიროვნული აშლილობის მსგავს ქვეტიპთან გვაქვს. ეს ადამიანები შესამჩნევები მას შემდეგ ხდებიან, რაც არასწორი ადამიანის მიმართი უჩნდებათ ძლიერი დამოკიდებულება - უბრალო მეგობარი, უფროსი ან ადამიანი, რომელსაც სულ რაღაც ორი კვირაა ხვდებიან. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის სხვა ქვეტიპებთან შედარებით ეს ქვტიპი სერიოზულობით გამოირჩევა და პირველი შეხედვისას მხოლოდ დეპრესიული ფონის შემჩნევაა შესაძლებელი.


· არასტაბილური ემოციური გამოცდილებები;

· უხასიათობა;

· გაზრდილი შფოთვა,დაძაბულობა, ნერვიულობა;

· წარსულის ნეგატიურ და მომავლის ჯერ არ ახდენილ ნეგატიურ გამოცდილებებზე ფოკუსირება;

· გარშემომყოფებში ეჭვის შეტანა;

· კონტროლის დაკარგვის შისი;

· უარყოფის შიში;

· ძლიერი დამოკიდებულება ან საკუთარი თავის „გარდაუვალი“ დაკარგვის შიში;

· დეპრესიულობა და უიმედობა;

· სირცხვილის ძლიერი გრძნობა;

· სუიციდური ფიქრები;

· თვითდაზიანება;

· იმპულსურობა;

· გეგმების დასახვისა და მიყოლის უუნარობა;

· მძაფრი ნეგატიური დამოკიდებულება უარყოფისა და კრიტიკის მიმართ.

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა - თვითგამანდგურებელი


სათაურიდან გამომდინარე მარტივია მიხვედრა, რომ ამ ქვეტიპის დამახასიათებელი ნიშანი თვითდაზიანებაა. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მათზე არავინ ზრუნავს და ემოციებს თვითდაზიანებით გამოხატავენ. ისინი მუდმივავ მიტოვებული ბავშვის როლში არიან - მიტოვების მწვავე შიში ტანჯავთ. ძირითადი სიმპტომები ასე გამოიყურება:

· საკუთარი თავის სიძულვილი;

· თვითდაზიანებისკენ მიდრეკილება;

· დეპრესიულობა;

· ყურადღების ცენტრში ყოფნით გამოწვეული კომფორტის აუცილებლობა;

· სუიციდური ქმედებები;

· სხვების ლანძღვა/შეურაცხყოფა;

· სარისკო ქმედებები;

· იდენტობის ნაკლებობა;

· სჯერა, რომ მასზე არავინ ზრუნავს, გამომდინარე აქედან საკუთარ თავზე ზრუნვას წყვეტს;

· არასტაბილური ემოციები.


სტატიის იდეა და თარგმანი: მარიამ გაბრიელაშვილი

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page