top of page
Search

ნარცისული პიროვნული აშლილობა

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Mar 1, 2020
  • 2 min read

Updated: Jan 15, 2023

ნარცისული პიროვნული აშლილობა წარმოადგენს ფსიქიკურ მდგომარეობას რომელიც ხასიათდება საკუთარი მნიშვნელობის აღქმის ირელავანტურობით, გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნისა და გაღმერთების სურვილით, რთული, თუ პრობლემური ურთიერთობებითა და ემპათიის უნარის არქონით. თუმცა, ამ ერთი შეხედვით თავდაჯარებული და ამაყი ადამიანის მიღმა, თვითშეფასებისა და თავდაჯარების პრობლემების მქონე ინდივიდი იმალება რომელიც შეიძლება სულაც არაფრით იყოს გამორჩეული.

ნარცისული პიროვნული აშლილობა უამრავ პრობლემას იწვევს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. მაგალითად, ურთიერთობები, კარიერა, სკოლა/უნივერსიტეტი, ფინანსები. ადამიანები რომლებსაც ნარცისული პიროვნული აშლილობა აქვთ შესაძლოა უბედურად და უკმაყოფილოდ გრძნობდნენ თავს, როცა მათი აზრით დამსახურებულ განსაკუთრებულ და გამორჩეულ მოპყრობასა და განწყობას ვერ იღებენ. ასევე მათთვის ურთიერთობები შეიძლება უინტერესო და დაუკმაყოფილებელი აღმოჩნდეს და სხვა ადამიანებს მათთან დროის გატარება სულაც არ მოსწონდეთ და ამის გამო მათ თავს არიდებდნენ.


სიმპტომები:

-საკუთარი მნიშვნელობის შესახებ გადაჭარბებული და გაჰიპერბოლებული წარმოდგენა;

-მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი;

-აღმატებულად წარმოჩენის მოლოდინი მაშინაც კი, როცა ამისთვის არაფერი გაკეთებულა;

-ფანტაზიები წარმატების, ძალაუფლების, სილამაზისა და სრულყოფილი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ;

-აღმატებულობის განცდა და იმის დაჯერება, რომ მხოლოდ მათ მსგავს ადამიანებთან უნდა იკონტაქტონ;

-დიალოგების დომინირება და სხვების განსჯა პირადი პრეფერენციების ხარჯზე;

-განსაკუთრებული და გამორჩეული მოპყრობის მოლოდინების ქონა;

-სხვებით მანიპულირება პირადი მიზნებისთვის;

-სხვა ადამიანების საჭიროებებისა და გრძნობების შემჩნევისა და დანახვის პრობლემა;

-შურის განცდა და იმის დაჯერება, რომ სხვებს მათი შურთ;

-აროგანტული და პრეტენზიული ქცევა;

-ყველაფერი საუკეთესოს ქონის სურვილი (ხშირად ტყუილები მსგავს საკითხებზე);


ამავდროულად ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს ძალიან უჭირთ კრიტიკის მიღება და გათვალისწინება და ამ დროს ისინი შესაძლოა:


-მოუსვენრები, ან ბრაზიანები გახდნენ განსაკუთრებული მოპყრობის მოლოდინში;

-ინტერპერსონალურ პრობლემებს განიცდიდნენ;

-ეცადონ, რომ ერთვარად შეტავაზე გადავიდნენ და ადამიანის დაკნინება სცადონ;

-ემოციების და მათი გამოხატვის პრობლემები ჰქონდეთ;

-დეპრესიულები და ერთვარად „მუდოები“ გახდნენ პერფექციონიზმის ძიებაში;

-მალავდნენ დაუცველობის, სირცხვილის, მოწყვლადობისა და შიშის შეგრძნებებს.


როდის მივიდეთ პროფესიონალთან?


ადამიანები ნარცისული პიროვნული აშლილობით შესაძლოა, სულაც არ ფიქრობდნენ რომ რამე აწუხებთ და ან რამე პრობლემა აქვთ. შესაბამისად, მათ შეიძლება სულაც არ ჩათვალონ შესაბამისი დახმარების პოვნა და მიღება საჭიროდ. იმ შემთხვევაში თუ ისინი დახმარების მიღებას ჩათვლიან საჭიროდ, საქმე შეიძლება გვქონდეს დეპრესიასთან, ნარკოტიკებსა, ან ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებთან, ან რაიმე სხვა ტიპის მენტალურ აშლილობასთან.

თუ ზემოთ ხსენებული სიმპტომები თქვენთვის ნაცნობია და აღწერს თქვენს ქცევით პატერნებს, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რათა თქვენივე ცხოვრება გახდეს უფრო მეტად მარტივი, სასიამოვნო და ფუნქციური. ნარცისულ პიროვნული აშლილობას ბევრი ადამიანი სერიოზულად არ აღიქვამს, თუმცა თუ პროფესიონალებს დავუჯერებთ, იგი შეიძლება გადაიაზარდოს მძიმე დეპრესიასა და სხვა ტიპის სერიოზულ პრობლემებში.


გამომწვევი მიზეზები


არსებობს რამდენიმე სავარაუდო გამომწვევი ფაქტორი. მიუხედავად იმისა რომ ზუსტი მიზეზები ცნობილი არაა და მიიჩნევა, რომ ნარცისული პიროვნული აშლილობა სხვადასხვა მენტალური კონდიციებით გამოწვეული მდგომარეობაა, რომელიც კაცებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე ქალებს, გამოყოფენ სამ ძირითად მიზეზს:

გარემო - მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პრობლემები, რომელიც ან გადაჭარბებულ დადებით შეფასებებს უკავშირდება, ან პირიქით_ძლიერ კრიტიკას;

გენეტიკა - გენეტიკური გზით მიღებული ხასიათის პატერნები;

ნევრობიოლოგია - ტვინსა და ქცევა-აზროვნებას შორის კავშირი.

გართულებები

-ურთიერთობების გაფუჭება და დაძაბვა;

-სამსახურსა და საგანმანათლებლო სივრცეში პრობლემების გაჩენა;

-დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის განვითარება;

-ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;

-ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გადაჭარბებული მოხმარება;

-სუიციდური ფიქრები და ქცევა.


მნიშვნელოვანია დროულად მივიღოთ დახმარება, რათა თავიდან ავიცილოთ ბევრი მნიშვნელოვანი გართულება და ცხოვრების ხარისხი გავიუმჯობესოთ. ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები მათ ირგვლივ მყოფ სხვა ადამიანებსაც აზარალებენ, არასრულფასოვნების განცდასა და სარისკო ქევებში ჩაბმისკენ შეიძლება უბიძგებდნენ. მსგავსი ტიპის აშლილობის მქონე მშობელი შვილების მიმართ შეიძლება განსაკუთრებულად არასენსიტიური იყოს და სხვების მუდმივი მანიპულაციით ცდილობდეს, რომ განსაკუთრებულობის შეგრძნება შეიქმნას.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page