top of page
Search

რა უნდა ვიცოდეთ პათოლოგიურ მატყუარაზე?

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Mar 16, 2020
  • 3 min read

Updated: Jan 22, 2023

პათოლოგიური მატყუარები ამბობენ ტყუილებს კონკრეტული მოტივების გარეშე და ამ ტიპის ტყუილები კომპულსური ტყუილებისგან განსხვავებით, არანაირ ბენეფიტზე გათვლილი არაა. ზოგადად, ტყუილები ნებისმიერი ტიპის სოციალური ინტერაქციის დიდი ნაწილია და ის არამხოლოდ ადამიანებში, არამედ ცხოველებშიც გვხვდება. მათ ახასიათებთ რაღაც ტიპის სარგებელი. ხშირად, ტყუილები უსიამოვნო და არაკომფორტული სიტუაციებიდან გვიცავენ და ეს პროცესი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან არ ასოცირდება. თუმცა, როცა საქმე ეხება პათოლოგიურ ტყუილებს, აქ შესაძლოა ფსიქიკურ პრობლემებსა და პიროვნულ აშლილობებთან გვქონდეს კავშირი.

რა არის ტყუილი? - ეს არის არაზუსტი, ცრუ და ყალბი განაცხადი რომელიც ხშირად სხვა ადამიანებისკენაა მიმართული და მათ სიცრუეში დარწმუნების პროცესს მოიცავს, რასაც შეიძლება თან ახლდეს, ან არ ახლდეს რაიმე ტიპის სარგებელი.

პათოლოგიურ ტყუილებს არ ახასიათებს რაიმე სარგებლის მოლოდინი, რაც ვინმეს მოტივებისა და ქცევის ამ პროცესში „გამოჭერის“ შემთხვევაში, გაგებასა და გააზრებას ართულებს. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხანდახან ადამაინს რომელსაც პათოლოგიური ტყუილები ახასიათებს უჭირს, ტყუილების თქმის პროცესში იმის გააზრება, თუ რას აკეთებს ის. ასეთი ტიპის ქცევა იწვევს უამრავ სირთულესა და პრობლემას საყვარელ ადამიანებთან მიმართებით და ურთიერთობების შენარჩუნებას ერთგვარად აფერხებს.


გამომწვევი მიზეზები

ამ თემაზე არც თუ ისე დიდი კვლევა, ან ექსპერიმენტები ჩატარებულა, რაც კონკრეტული გამომწვევი ფაქტორების შესახებ საუბარს ართულებს. ჩვენთვის ისიც კი არაა ცნობილი პათოლოგიური ტყუილები რომელიმე მენტალური აშლილობის სიმპტომია, თუ ცალკე ფსიქიკური კონდიცია, თუმცა გამოყოფენ რამდენიმე მდგომარეობას რომელთანაც შეიძლება დავაკავშიროთ პათოლოგიური ტყუილები:

სომატური სიმპტომური აშლილობა

რაც წარმოადგენს მდგომარეობას რომელშიც ადამიანს სჯერა რომ ფიზიკურად, ან ფსიქიკურად ავადაა და ამ წარმოსახვითი დიაგნოზის შესაბამისად იქცევა. ამ სინდრომის ქონისას ადამიანმა შესაძლოა მეორე ადამიანს ტყუილები უთხრას იმის შესახებ თუ როგორ დაუსვეს კიბოს, ან რაიმე სხვა ტიპის სიცოცხლისთვის საშიში დიაგნოზი. ამ სინდრომის გამომწვევ მიზეზებად მოიაზრება:

- ბიო-გენეტიკური ფაქტორები;

- ბავშობაში გადატანილი შევიწროვებისა და ძალადობის ფაქტები;

- დაბალი თვითშეფასება;

- მენტალური აშლილობები;

- დეპრესია.

პიროვნული აშლილობები

პათოლოგიური ტყუილები შესაძლოა კონკრეტული პიროვნული აშლილობის შედეგი იყოს:

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა (მპა) - ადამიანს უჭირს ემოციების რეგულაცია, განიცდის ხასიათის მძაფრ და ხშირ ცვლილებებს და დაუცველობისა, თუ არასტაბილურობის შეგრძნება აქვს;

ნარცისული პიროვნული აშლილობა (ნპა) - თაყვანისცემისა და აღიარების დაუკმაყოფილებელი სურვილის განცდამ, ადამიანი შეიძლება ტყუილების თქმამდე მიიყვანოს;

ანტისოციალური პიროვნული აშლილობა (აპა) - უფრო მეტად ხასიათდება იმპულსური ტყუილების შემთხვევაში, თუმცა პათოლოგიური ტყუილების თქმასთანაცაა კავშირში და მისი მთავარი მიზანი უხერხული და არაკომფორტული სოციალური სიტუაციების თავიდან არიდებაა.

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობისა და ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები შეიძლება იტყუებოდნენ იმ ემოციების შესაბამისად, რასაც განიცდიან და გრძნობენ და არა, კონკრეტული ფატქებისა და მოვლენების გასაყალბებლად. ამ ყველაფერს შეუძლია უამრავი გართულება გამოიწვიოს პირად ურთიერთობებში.

ტვინის ფრონტალური ნაწილის დემენცია

კვლევებმა აჩვენა, რომ პათოლოგიური მატყუარის ქცევითი პატერნები ძალიან ახლოსაა ისეთი ადამიანის ქცევით პატერნებთან რომელსაც ტვინის ფრონტალური ნაწილის დემენცია სჭირს.

დემენციის ეს ფორმა ტვინის იმ რეგიონს აზარალებს რომელიც პასუხისმგებელია მეტყველებასა (ენებსა და კომუნიკაცია-ექსპრესიის ფორმებზე) და ზოგად ქცევაზე. ამ მდგომარეობას თან შეიძლება ახლდეს:

- ირელევანტური და ერთგვარად უცნაური სოციალური ქცევა;

- ემპათიის ნაკლებობა;

- სხვებისა და საკუთარი ქცევის გააზრების პრობლემა;

- კვებითი პრეფერენციების ხშირი ცვლილება;

- კომპულსური ქცევები;

- მოწყენილობა;

- აგიტაცია.

პათოლოგიური ტყუილები შესაძლოა იყოს კომპულსური და დაიწყოს მცირე და უწყინარი ნაბიჯებით რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გართულდეს და დრამატული გახდეს. თუ ადამიანი იტყუება იმ მოტივით, რომ მისი შეცდომები გადაფაროს და უფრო საინტერესოდ გამოჩნდეს სხვების თვალში, ეს უკვე გამიზნული და კონკრეტულ სარგებელზე გათვლილი ქმედებაა, რაც არ წარმოადგენს პათოლოგიურ ტყუილებს და საქმე უფრო სერიოზულ მდგომარეობასთან გვაქვს.


დიაგნოზირება

პათოლოგიური ტყუილის დიაგნოზი ცალკე და გამოკვეთილად არ ხდება. მისი შემჩნევა შეიძლება თერაპევტის მიერ თერაპიისას და ხშირად ამ მდგომარეობის აღმოჩენა კავშირშია სხვა ტიპის პიროვნულ აშლილობებთან, თუმცა იგი ასევე ცალკე მდგომი სინდრომიც შეიძლება იყოს რომელსაც სხვა ტიპის ფსიქიკურ პრობლემებთან არანაირი კავშირი შეიძლება ჰქონდეს.

მკურნალობა

ვინაიდან და რადგანაც პათოლოგიური ტყუილები აღიარებულ მდგომარეობას არ წარმოადგენს, მისი პირდაპირი მკურნალობის გეგმა და მეთოდოლოგია განსაზღვრული არაა. ხშირად თერაპიისას თერაპევტები მის სიმპტომებს განსაზღვრავენ და ებრძვიან. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რადგან ეს მდგომარეობა შეიძლება ძალიან საზიანო და მძიმე აღმოჩნდეს ბევრი ადამიანისთვის, თერაპევტები ჯგუფური თერაპიის რეკომენდაციასას ხშირად გასცემენ.

რომ შევაჯამოთ, პათოლოგიური ტყუილის მდგომარეობა არც ისე უწყინარი რამაა და ისე ბევრ ადამიანს აზიანებს. იწვევს ურთიერთობებში პრობლემას და უამრავ უხერხულობასა და გართულებას. მისი აღმოჩენა და მკურანლობა მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ იგი შეიძლება რომელიმე ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ნიშანი და გამოვლინება შეიძლება იყოს და მომავალში სხვა გართულებების, ან უფრო მეტად მძაფრი პრობლემების თავიდან არიდებაში დაგვეხმაროს.

 
 
 

コメント


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page