top of page
Search

რა უნდა ვიცოდეთ კლუბურ ნარკოტიკებზე

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 18, 2020
  • 3 min read

Updated: Jan 3, 2023

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრს სხვა ქვეყანაში საკლუბო სცენა და ტექნო და “Rave” წვეულებები, ძალიან პოპულარულია. განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე წელში, როცა ქვეყანაში რამდენიმე ახალი ღამის კლუბი გაიხსნა. ქართველ ტექნო მოყვარულებს საშუალება აქვთ მსოფლიოში ცნობილი არტისტების „ივენთებზე“ მოხვდნენ და დამწყებ ქართველ ტექნო არტისტებს საშუალება აქვთ, რომ თავიანთი ნაშრომი ფართო აუდიტორიას გაუზიარონ. არავისთვის საიდუმლო არაა ის, რომ საკლუბო სცენა და ღამის ცხოვრება კლუბურ ნარკოტიკებთანაა კავშირში და არავის აქვს იმის მოლოდინი და ილუზია, რომ ოდესმე საკლუბო ნარკოტიკების მოხმარება შეწყდება და იმის ნაცვლად, რომ მათგან დიდი მონსტრი და გადაჭარბებული პრობლემა შევქმნათ, ან მათი მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში ჩავსვათ გვგონია, რომ უკეთესი იქნება, თუ რამდენიმე ყველაზე პოპულარულ და ხშირად გამოყენებად კლუბურ ნარკოტიკზე და მათთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ვისაუბრებთ.

MDMA (ასევე ცნობილი, როგორც ექსტაზი, X, E, XTC, ან მოლი)


ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკლუბო ნარკოტიკია მთელ მსოფლიოში რომელიც 29 მილიონი ადამიანის მიერ გამოიყენება რეგულარულად (რა თქმა უნდა, ეს რიცხვი გაცილებით მაღალია, თუ არარაგურალურ მომხმარებლებსაც ჩავთვლით). MDMA-ის მიღება იწვევს ერთგვარ ეიფორიას, ზრდის ემპათიას და მუსიკასა და კლუბში გამოყენებულ განათებას უფრო სასიამოვნოს ხდის, რადგან ადამიანის შეგრძნებებს ამძაფრებს.

ამ ნარკოტიკის მიღებას თავისი გვერდითი ეფექტებიც აქვს:


-სხეულის ტემპერატურის ზრდა;

-კონკრეტული კუნთოვანი ნაწილების იმპულსური მოძრაობა;

-გაზრდილი ოფლიანობა;

-დეჰიდრატაცია.

სხეულის ტემპერატურის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია, რადგან ის შეიძლება ფატალური იყოს ადამიანისთვის.

ასევე, ექსტაზის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს დაუცველი სექსი და სექსუალური ძალადობის რისკი, რადგან უამრავი შემთხვევა არსებობს, როცა ამ ნარკოტიკს სექსუალური ძალადობისთვის გამოიყენებენ.


მეტამფეტამინი (ასევე ცნობილი, როგორც Speed-ი ან “Crank”-ი).


მეტამფეტამინი პოპულარულია საკლუბო სცენაში, რადგან ის ამტანიანობას ზრდის და მისი მოხმარებისას ადამიანის აქტივობა უფრო მეტად ხანგრძლივდება. აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რეგულარული საკლუბო „ქრაუდის“ უდიდეს ნაწილს ის ერთხელ მაინც გამოუყენებია.

ამ ნარკოტიკის ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე სექს დრაივის შემცირებაა. მისი მოხმარებიდან ექვს თვეში ადამინის სექს დრაივი ეცემა და მეტამფეტამინის მოხმარების გარეშე სექსი, პრობლემური ხდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ამ ნარკოტიკულ საშუალებას როგორც ადვილად დამოკიდებულებადს მიიჩნევენ და მას სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური გავლენა აქვს ადამიანზე:

-ძლიერი პარანოია;

-ხასიათის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები;

-ჰალუცინაციები;

-უკონტროლო და განმეორებითი მოტორული აქტივობა;

-ფსიქოზი.


კოკაინი


მარიხუანას შემდეგ ყველაზე მეტად გამოყენებადი არალეგალური ნივთიერებაა მსოფლიოში, რომელსაც მილიონობით ადამიანი მოიხმარს ყოველწლიურად. საკლუბო სცენაში ის დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ძლიერი სტიმულატორია და სექსუალურ შეგრძნებებს ზრდის. თუმცა, ამფეტამინის მსგავსად მისი დიდი ხნით მოხმარება სექსუალური პოტენციის დაქვეითებასა და პრობლემებს იწვევს.

მისი უარყოფითი მხარეებია:


-სხეულის ტემპერატურის ცვლილება;

-არტერიული წნევის ზრდა;

-გულის შეტევა;

-ნაწლავური ლპობა;

-HIV ვირუსის მოქმედების დაჩქარება.


კეტამინი (ასევე ცნობილი როგორც „ვიტამინი K, ან Kevin)


როგორც წესი ანესთეზიური საშუალებაა, რომელსაც ფართოდ მოიხმარენ რეკრეაციული მიზნებისთვისაც. მისი დიდი ზომით მიღება იწვევს ჰალუცინაციებს და ერთგვარ, სხეულის მიღმიერ გამოცდილებებს. MDMA-ს მსგავსად კეტამინს სექსუალური ძალადობისთვისაც გამოიყებენ, რადგან მას ახლავს ამნეზიის ეფექტიც.

კეტამინის რისკ ფაქტორები:


-არანორმალური გულისცემა;

-დაბალი არტერიული წნევა;

-გაორებული ხედვა;

-სუნთქვის პრობლემები.

კეტამინი ერთ-ერთ ყველაზე პრობლემური ნარკოტიკია, რადგან ის ძლიერ ინტერაქციულია სხვა ნივთიერებებთან. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების ერთდროულად მიღება დაუშვებელია, მნიშვნელოვანია, რომ კეტამინის მიღებისას განსაკუთრებულად მოვერიდოთ ალკოჰოლს, ან სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, რადგან ამას შეუძლია ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს!


პოპერსი


ინჰალაციური საშუალება რომელიც ლეგალურია და გამოიყენება სექსუალური აქტივობის დაწყებამდე, ან სექსუალური აქტივობის დროს. ის იწვევს სექსუალური სიამოვნების შეგრძნების გამძაფრებასა და ზრდას. პოპერსი გეი მამაკაცებში

გამოყენებული პოპულარული საშუალება იყო, თუმცა ბოლო წლებში მისი მომხმარებლების რიცხვი და წრე გაიზარდა და ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის ადამინი შეიძლება იყენებდეს მას.

უარყოფითი მხარეები:


-გულის შეტევის რისკი;

-სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები;

-თვალების დაზიანების რისკი;

-სიბრმავე.

LSD (Acid)


პირველად 1938 წელს სინთეზირებული ძლიერი ჰალუცინოგენია რომელიც იწვევს სიზმრების მსგავს გამოცდილებას. მიუხედავად იმისა, რომ მას დახურულ და ბნელ კლუბებში ხშირად არ იყენებენ, იგი პოპულარულია სხვადასხვა ფესტივალებზე.

LSD-ის მოხმარების ყველაზე დიდი რისკ ფაქტორია შემცირებული უსაფრთხოების შეგრძნება. მისი მოხმარებისას, ე.წ „თრიფინგის“ დროს ადამიანს უჭირს დროის, სივრცისა და სიტუაციის ანალიზი რის გამოც რაიმე უბედური შემთხვევის მოხდენის ალბათობა დიდია.

LSD-ის მოხმარება საჭიროებს წინასწარ ემოციური მზაობას. მისი ეფექტი შეიძლება რამდენიმე დღის, ან თვის განმავლობაში ეპიზოდურად გამოვლინდეს ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე. არსებობს ე.წ კარგი და ცუდი „თრიფი“. კარგი „თრიფის“ დროს ადამიანის გამოცდილება დადებითია, თუმცა საპირისპირო შემთხვევაში საქმე შეიძლება გვქონდეს გაზრდილ შფოთვასთან, პანიკურ შეტევბთან და დროებით დეპრესიასთან. მნიშვნელოვანია გყავდეთ კარგი „თრიფ მასტერი“, ადამიანი რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ უსაფრთხოდ ხართ და რომელიც ეცდება, რომ თქვენი განწყობა დადებითი იყოს ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

 
 
 

Comentários


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page