top of page
Search

სეზონური დეპრესიები (სეზონური აფექტური აშლილობა)

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 11, 2020
  • 2 min read

Updated: Jan 3, 2023

დეპრესიის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს. ის ადამიანები რომლებსაც მსგავსი დიაგნოზი აქვთ, დეპრესიის სიმპტომებთან მიახლოებულ მდგომარეობას განიცდიან. ეს სიმპტომები ძირითად ზამთარსა და შემოდგომაზეა შესასმჩნევი, როცა მზის სინათლის ნაკლებობაა და ადამიანის გუნება საგაზაფხულოდ უმჯობესდება. ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თვეებად ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებში მიჩნეულია იანვარი და თებერვალი. ამ ფაქტის მიუხედავად გვხდება იშვიათი გამონაკლისები როდესაც სეზონურ დეპრესიას ზაფხულშიც ვაწყდებით.

სეზონური დეპრესიები გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ მოწყენილ მდგომარეობაში ყოფნა და მას შეუძლია ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მის ხარისხზე საგრძნობლად ნეგატიური გავლენა იქონიოს. ასევე ვაწყდებით ფუნქციონირების პრობლემებსაც ადამიანებში რომელსაც მსგავსი დიაგნოზი აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე იგი მოსახლეობის ხუთ პროცენტს აწუხებს და დაახლოებით ნახევარი წლის მანძილზე გრძელდება, თუმცა იგი განკურნებადი და შველადია.


სეზონური აფექტური აშლილობა ხშირად დაკავშირებულია ტვინის ქიმიურ დისბალანსთან რომელიც ზამთრისა და შემოდგომისას მზის სინათლის ნაკლებობითაა გამოწვეული. სეზონების ცვალებასთან ერთად ტვინის ქიმიური ბალანსიც რეგულირდება, რაც ხასიათისა და გუნება-განწყობის გამოკეთებას იწვევს.


სიმპტომები და დიაგნოსტიკა


სეზონური აფექტური აშლილობის სიმპტომები დაკავშირებულია ძილის ციკლის დარღვევასთან და წონაში მატებასთან, რაც ზამთრისა და შემოდგომის პერიოდში მაღაკალორიული საკვების მიმართ მადის გაძლიერებითაა გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ სეზონური დეპრესიის სიმპტომები ძალიან გავს ზოგადი დეპრესიის სიმპტომებს:


-სევდიანი და მელანქოლიური განწყობა;

-ისეთი აქტივობების მიმართ ინტერესის დაკარგვა რომელიც აქამდე საინტერესო იყო;

-მადის ცვლილება, უფრო ხშირად მისი გაძლიერება;

-ძილის ციკლის ცვლილება, უფრო ხშირად გადაჭარბებული ძილი;

-ენერგიისა და ხალისის ნაკლებობა, ძილის დიდი დოზის მიუხედავად;

-შენელებული მოძრაობისა და მეტყველების პრობლემები;

-უსუსურობისა და დანაშაულის შეგრძნება;

-კონცენტრაციისა და გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები;

-სუიციდის შესახებ ფიქრები, ან სუიციდის მცდელობა.

მსგავსი დიაგნოზი ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა როგორც წესი იგი ყველაზე ხშირად 18-დან 30 წლამდე ასაკის მქონე ადამიანებში გვხდება.


მკურნალობა


სეზონური აფექტური აშლილობა შესაძლოა მარტივად იქცეს წარსულ პრობლემად რამდენიმე მეთოდის გამოყენებით. მათ შორისაა, სინათლის თერაპია, ანტიდეპრესანტების გამოყენება, თერაპია, ან რამდენიმე მეთოდის კომბინაცია. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები სეზონების ცვლილებასთან ერთად უმჯობესდება დამატებითი ჩარევით ამ პროცესის დაჩქარება და შესაბამისად, ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ხდება.


სინათლის თერაპია მოიცავს ერთგვარ სინათლის ყუთში ჯდომას, რომელიც ძალიან ნათელი გამოსხივებით გამოირჩევა. მას ფილტრები აქვს რომლებიც საზიანო ულტრაიისფერ გამოსხივებას ანეიტრალებს. მსგავსი თერაპიული მეთოდის გამოყენება დღეში ოცი წუთის მანძილზე გრძელდება, ძირითადად დილის საათებში და შედეგები 1-დან 2 კვირამდეა შესამჩნევი. როგორც წესი თერაპიის ამ მეთოდს ძირითადად ზამთარში გამოიყენებენ და შესაძლოა უფრო ადრეც, რათა მდგომარეობის პრევენცია მოხდეს. ჩვენთვის არსებული ინფრომაციით სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი სერვისები ხელმისაწვდომი არ არის.


ბევრ ადამიანს ბუნებრივ სინათლესთან შეხებით გუნება-განწყობა უუმჯობესდება. შესაბამისად, რეკომენდირებულია გარეთ ხშირად ყოფნა და ფანჯარასთან მუშაობა. რათა ბუნებრივი სინათლის წყაროსთან ხშირი შეხება გვქონდეს. გხვდებიან ადამიანები რომლებიც განსაკუთრებულად დიდ დროს ატარებენ მზის სინათლეზე, რადგან ის ერთგვარი „დამტენის“ ფუნქციას ასრულებს, თუმცა მნშვნელოვანია გვახსოვდეს კანის კიბოს რისკის შესახებაც.

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია - ერთ-ერთი გამოსადეგი მიდგომა და გზაა პრობლემასთან საბრძოლველად რომელსაც ხშირად ანტიდეპრესანტულ მკურნალობასთან აერთიანებენ და მას სწრაფი შედეგები ახლავს.


თუ თქენ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს განიცდით, აუცილებელია მიმართოთ შესაბამის პროფესიონალს რომელიც დახმარებას გაგიწევთ. მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სიმპტომების გათვალისწინება, რადგან მათი იგნორირებითა და მათ მიმართ არასერიოზული დამოკიდებულებით პრობლემის ესკალაცია და შესაბამისად, მდგომარეობის დამძიმება, ან სხვა უფრო სერიოზულ დიაგნოზში გადაზრდას შეიძლება შევუწყოთ ხელი.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page