top of page
Search

უბედური ტინეიჯერობის მნიშვნელობა

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Mar 26, 2020
  • 3 min read

Updated: Mar 25, 2023

უბედურად ყოფნა არასდროსაა სასურველი, თუმცა თუ არსებობს ისეთი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, როცა მსგავსი განცდები შეიძლება გავამართლოთ, ეს არის ასაკი 13-დან 20 წლამდე. ამ ასაკში ძნელია წარმოიდგინო, რომ შემდგომი რამდენიმე დეკადა ბედნიერი და ლაღი გექნება. განსაკუთრებით მაშინ, როცა არაჯნსაღ გარემოსა და პირობებში გიწევს ტინეიჯერობის გატარება.

სიყმამწვილისთვის დამახასიათებელი ტანჯვისა და სევდის განცდას იმის გააზრება იწვევს, რომ ცხოვრება შესაძლოა სულაც არ იყოს მნიშვნელოვანი, დამაკმაყოფილებელი, მარტივი და ცისარტყელებით სავსე. ეს წარმოდგენები იმ „ზრდასრული მსოფლიოს“ გამო გვაქვს რომელიც ერთი შეხედვით ადრეული ოციანი წლების შემდეგ ივიწყებს იმ განცდებს, რაც მას ტინეიჯერობაში ჰქონდა და ცდილობს, ეს პერიოდი ერთგვარად მიჩქმალოს. ჩვენს ადრეულ ასაკში ის ერთგვარი თავდაცვითი გარსი რომელსაც ჩვენი მშობლები გვთავაზობენ გვცილდება, რადგან ჩვენთვის ავტორიტეტული ადამიანები იცვლებიან და გვგგონია, რომ შესაძლოა სულაც არავის ესმოდეს ჩვენი.

ეს მოსაზრება რა თქმა უნდა, სულაც არაა მართალი, თუმცა რაც უფრო რთულ ადამიანთან გვაქვს საქმე, მით უფრო ძნელია მისი ესმოდეთ და იგებდნენ პირველივე წამებში. შესაბამისად, რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტად იზრდება ადამიანი იმის შანსი, რომ ვინმემ მას გაუგოს, მცირდება.

ტინეიჯერებს ახასიათებთ იმის განცდა, რომ თითქოს ერთგვარად დაწყევლილები არიან. მაგრამ როგორც კი ვინმესთან ისეთ კავშირს ამყარებენ რომელიც ინდივიდის განცდებისა და აზრების გაგებასთან ახლოსაა, რამდენიმე მნიშვნელოვანი რაღაც ხდება: იზრდება მიზიდულობა იმ ადამიანების მიმართ ვისაც აინტერესებთ ისინი; ცდილობენ, საკუთარი თავის აღქმასა და გაგებას; ივითარებენ ძირითად გამკლავების მეთოდებს რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. ადამიანის ცხოვრების ეს პერიოდი შეიძლება ძალიან გარდამტეხიც იყოს, რადგან ის სიმარტოვე და ის სიმძაფრე რომლითაც ინდივიდი მარტოობას შეიძლება განიცდიდეს შეიძლება, მნიშნელოვანი სახელოვნებო და წარმოსახვითი, თუ შემოქმედებითი ძვრა იყოს ვინმეს ცხოვრებაში. მერა რა თუ პათეტიკური რაღაცები შეიძლება დაგვეწერა ამ ასაკში!?; ან ჩვენი ლექსიკონი მარტივი იყო და სულაც არ ვყოფილვართ ჟან ჟენეები!?; მთავარია ის ძვრა რომელიც ამ ასაკს ადამიანებს გვაქვს.

ყველა ტინეიჯერი ფილოსოფოსია. ტინეიჯერულ ასაკს თან ახლავს ადამიანის ბუნებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი თვისება, ამბოხი. მიუხედავად იმისა, რომ ტინეიჯერული ამბოხი ხშირად შეიძლება უაზრო აკვიატებად ჩანდეს, ეს არის წინა თაობების მიმართ პროტესტი და იმ გარემოს მიმართ შეუგუებლობა რომელშიც არსებობა ინდივიდს არ მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქციულობას, ცოდნას, გამოცდილებას მოკლებული ამბოხი, ქმედებები და ახირებები ამ ასაკში თითქოს, დიდი ტრაგედიაა ყველასთვის, პირიქით უნდა იყოს, რადგან თუ ადამიანი 16 წლის ასაკში ყველაფრით კმაყოფილია ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას კრიტიკული აზროვნება უჭირს და აქ შეიძლება სხვა ტიპის პრობლემებთან გვქონდეს საქმე. თავქარიანი ტინეიჯერი რომელიც სახლიდან იპარება და სკოლის უკან ჩუმად ეწევა სიგარეტს იმის მოსასმენად არაა მზად, რომ სიგარეტი ცუდია და თუ როგორ იღუპავს თავს. მასში დაგროვებული ენერგია კარგი მშობლებისა და საზოგადოების ხელში სწორედ იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მისგან მარტოობისა და სამყაროს სიმახნიჯისა, თუ ინდიფერენტულობის იდეას მალევე შეაჩვიონ, რადგან ადამიანები და ურთიერთობები ფლუიდური რამაა და თუ ჩვენ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებს კომფორტულად ყოფნას ვერ ვასწავლით ჩვენს ახალ თაობას, მათი რესურსი შემდგომ ასაკში ტანჯვასა და მუდმივ ქაოსსა და შფოთვაში ყოფნაში შეიძლება გაიფლანგოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც ტინეიჯერობას ახასიათებს საკუთარი მშობლების სიძულვილია. მშობლბები რომლებმაც ყველაფერი ჩვენ გამო დათმეს, იტანჯეს, ქარის წისქვილები დევებად გადააქციეს, ჩვენი ტინეიჯერობისას შეიძლება ერთ მშვვენეირ დღეს ჩვენი ხმის ჩაწყვეტამდე ჩვენი სხეულიდან გაჟღერებული ფრაზის: „მეზიზღები და ვერ გიტან“ მოსმენას ვერ გადაურჩნენ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ რაღაც რიგზე არაა და ადამიანმა არ იცის რომ ის უყვართ. სინამდვილეში ისეთ ტინეიჯერებზე უნდა ვიდარდოთ რომლებიც ვერ ლაპარაკობენ, ვერ ამბობენ, რომ ჰგონიათ რომ არ უყვართ და შეცდომის დაშვება ისეთ ასაკში ეშინიათ, როცა ყველაზე მეტი შეცდომა უნდა დაუშვან.

ნდობის უნარის გამომუშავებას სჭირდება ჩვენი ყველაზე უცნაური, ამორალური, ნეგატიური ფიქრებისა და განცდების სხვებისთვის გაზიარება, გულის ტკენის გამოცდა, იმის შენიშვნა, თუ როგორ დარჩა ვიღაც ჩვენთან და არ დაგვტოვა, როცა რაღაც შეცდომა დავუშვით. და რა თქმა უნდა, ჩვენი მშობლების ბევრი გამაღიზიანებელი შეცდომისა და ქცევის მიუხედავად ჩვენ არასდროს წავიდოდით სახლიდან და დავიწყებდით ჩვენთვის ცხოვრებას, რადგან მათი ქცევა ჩვენ გვაძლევს კომპენსირების სურვილით გამოწვეულ ენერგიას, რომ რაღაც შევცვალოთ და ჩვენს მშობლებზე უკეთ ვაკეთოთ.

ტინეიჯერული სევდის დიდი ნაწილი თავს დამტყდარი უდიდისე კითხვებიცაა: რა აზრი აქვს ცხოვრებას?; რატომ იტანჯებიან ადამიანები?; რატომ არსებობს კაპიტალიზმი?; თუ ღმერთი არ არსებობს, მე ვარ ღმერთი?... ამ კითხვებზე ბევრ ზრდასრულ ადამიანს არ აქვს პასუხი და ბევრი ადამიანი, თუ საკმარისი ინტელექტუალური რესურსი აქვს მას, სწორედ ამ კითხვების ირგვლივ ცდილობს რომ ცხოვრება მოიწყოს. ეს კითხვები დიდ ქაოსს იწვევს რომელიც ნელ-ნელა შეიძლება დალაგდეს, ან პირიქით, გვშთანთქოს და სწორედ ამ მომენტში იგრძნობა განათლების მნიშვნელობის გაუაზრებლობა რომელიც ჩვენი სკოლებისა და უნივერსიტეტების სახით გვაქვს დღეს.

და ბოლოს... ტინეიჯერებს ახასიათებთ საკუთარი თავის მიუღებლობა. მათ სძულთ ის, თუ როგორ გამოიყურებიან, როგორი ხმა აქვთ, როგორ დადიან და ა.შ. სინამდვილეში თვითგვემისა და თვითსიძულვილის ეს პროცესი საკუთარი თავის სიყვარულის დასაწყისია. ყველა ჩვენი „მეზიზღება“ რომელიც ტინიჯერეობაში გვქონდა, დროთა განმავლობაში შეიძლება იმათ გადაიქცეს, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენს თავზე, ან უბრალოდ, მივიღოთ იმათ, რაც არის და არ მივცეთ საშუალება რომ ჩვენი დრო და ენერგია გაგვაფლანგვინოს.

ბუნებას ახასიათებს ის, რომ რაღაცების გაგებაში სწორედ სირთულეებით დაგვეხმაროს. განსხვავება უბრალოდ იმაშია თუ როდის ახლავს ამ ტანჯვასა და უბედურებას რაიმე მიზანი და როდის უბრალოდ, ამაოება და უაზრობა. ტინეიჯერული სირთულეები გვამზადებს იმისთვის, რისთვისაც სკოლა და უნივერსიტეტები უნდა გვამზადებდნენ და რაც დაკავშირებულია ადამიანის ემოციურ შესაძლებლობებთან, საკუთარი თავის მიმღებლობასთან, ჯანსაღი ურთიერთობებსა და იმ შეზღუდული დროის გამოყენებასთან, რომელიც ერთხელ გვეძლევა.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page