top of page
Search

უკონტროლო კვებითი აშლილობა

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 4, 2020
  • 2 min read

Updated: Jan 3, 2023

მწვავე, სიცოცხლისთვის სახიფათო, მაგრამ განკურნებადი აშლილობა რომელიც ხასიათდება მცირე დროში საკვების ძალიან დიდი დოზის უკონტროლო მიღებით; კვებისას უკონტროლობის შეგრძნებით; საკვების მიღების შემდეგ სირცხვილის განცდით. იგი ბოლო ხანებში შეიტანეს კვებითი აშლილობების სიაში.


უკონტროლო კვების ეპიზოდები ხასიათდება შემდეგნაირად:


-კონკრეტული დროის მანძილზე კვებით (მაგალითად, 2 საათის განმავლობაში) საკვების ისეთი რაოდენობით, რომელიც ბევრად აღემატება ნორმალურ ულუფას;

-უკუნტროლობის შეგრძნებით საკვების მიღებისას ადამიანს უქვეითდება საკვები ულუფის ზომის აღქმის უნარი და შეჩერება არ შეუძლია;

-ნორმალურზე სწრაფად კვება;

-იქამდე ჭამა სანამ არაკომფორტულობის შეგრძნება არ გვაქვს;

-დიდი რაოდენობით საკვების მირთმევით მაშინაც კი, როცა სულაც არ გვშია;

-მარტო, იზოლაციაში კვებით, რათა შესაძლო კრიტიკა და განსჯა არიდებულ იქნას თავიდან;

-საკუთარი თავის სიძულვილი და სირცხვილის განცდა კვების დასრულების შემდეგ;

-ეპიზოდი კვირაში ერთხელ მაინც ხდება სამი თვის მანძილზე.

უნდა აღინიშნოს, რომ უკონტროლო კვებითი აშლილობა არ ხასიათდება გულის არევის, ან ორგანიზმიდან საკვების გამოდევნის მცდელობებით (როგორც ეს ანორექსიისა, თუ ბულემიის დროს ხდება).


როგორ ამოვიცნოთ უკონტროლო კვებითი აშლილობა ემოციურ-ქცევით და ფიზიკურ დონეზე:


ემოციურ-ქცევითი ნიშნები:


-სამზარეულოდან დიდი რადენობის საკვების გაქრობა მცირე დროში რამაც შეიძლება მიგვანიშნოს იმაზე, რომ რომელიმე ოჯახის წევრს შესაძლოა, მსგავსი დიაგნოზი ჰქონდეს;

-არაკომფორტულობის განცდა ხალხთან ერთად საკვების მიღებისას;

-რადიკალური ცვლილებების დამკვიდრების მცდელობა ყოველდღიურ დიეტაში (კონკრეტული საკვების ჯგუფების ამოღება რაციონიდან);

-ხალხთან ერთად ჭამის შიში;

-რიტუალებისა, თუ განრიგების შექმნა კვებისთვის;

-მეგობრებისა და ნაცნობებიდან ჩამოშორება;

-განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება სხეულზე, წონაზე, ფორმებზე და ა.შ.;

-ხშირი დიეტები;

-სარკეში გამუდმებული ყურება;

-შიმშილის ეპიზოდები, ან ძალიან მცირე დოზით საკვების მიღება;

-კონკრეტული საკვები ჯგუფის მიღება (რძის პროდუქტები; დესერტები და ა.შ.);

-დაბალი თვითშეფასება;


ფიზიკური ნიშნები:


-წონის საგრძნობი ცვლილება (კლება, ან მატება);

-დისკომფორტის შეგრძნება მუცელში რომელსაც კონკრეტული მიზეზი არ აქვს;

-კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.


სამედიცინო შედეგები:


უკონტროლო კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს გულის დავაადებების, ჭარბწონიანობისა და სუიციდის მაღალი საშიშროება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი წონის ადამიანს შეიძლება ეს დიაგნოზი დაუსვან, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ გარშემო მყოფ ადამაინებს სხვაგვარ ნიშნებზე, რათა შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებაში დავეხმაროთ მათ. საზღვარგარეთ არსებობს

კონკრეტული კლინიკები რომელთაც სერვისს ხშირად, სადაზღვეო კომპანიები ფარავენ. საქართველოში რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია მსგავსი დაწესებულება არ არსებობს, თუმცა არსებობენ შესაბამისი სპეციალისტები რომლებსაც თქვენი, ან თქვენი ახლობლების დახმარება შეეძლებათ. უკონტროლო კვებითი აშლილობის მკურნალობა კომპლექსურ ჩარევასა და მიდგომას მოითხოვს. აუცილებელია შესაბამისი სერვისის მიღება, რადგან შეუძლებელია თვითმკურნალობა როცა მსგვასი დიაგნოზი გვაქვს.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page