top of page
Search

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ბავშვებსა და მოზარდებში

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 16, 2020
  • 2 min read

Updated: Jan 3, 2023

ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი ის ქრონიკული მდგომარეობაა რომელიც მილიონობით ბავშვსა და შემდგომში, მოზარდს აწუხებს. მას ახასიათებს ყურადღების მოკრებასთან დაკავშირებული, ჰიპერაქტიურობისა და იმპულსური ქცევის პრობლემები.

ბავშვებში ეს სინდრომი შეიძლება დაბალი თვითშეფასებით იქნას გამოხატული და

სკოლაში ურთიერთობებსა და ნიშნებთან დაკავშირებულ პრობლემებში. როგორც წესი, ადამიანების დიდი ნაწილი სიმპტომებისა და ნიშნების დაძლევას დროთა განმავლობაში ახერხებს და იმ სტრატეგიებს ავითარებს რომელიც ეხმარება ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომს გაუმკლავდეს და წარმატებული იყოს. ან ისე იცხოვროს, რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნას სხვადასხვა საქმიანობაში.

სიმპტომები:


ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის მთავარი ნიშნებია ყურადღების მოკრებასთან დაკავშირებული და იმპულსური ქმედების პრობლემები რომელიც 3 წლის ასაკიდან ვლინდება. სიმპტომების სიძლიერე და ინტენსიურობა ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

არსებობს სინდრომის სამი ქვეტიპი:

-ძლიერი უყურადღებობა: აერთიანებს ყურადღების დეფიციტთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებს;

-ძლიერი იმპულსურობა: აერთიანებს იმპულსურ ქცევებს;

-შერეული სიმპტომები: აერთიანებს ორივე ქვეტიპის თვისებებსა და ნიშნებს.


უყურადღებობა

-დეტალებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილების პრობლემა;

-დავალებებსა და სხვადასხვა საქმიანობაზე ფოკუსირების პრობლემა;

-სმენის პრობლემა პირდაპირი კომუნიკაციისას;

-დეტალური ინსტრუქციების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები;

-სხვადასხვა აქტივობების ორგანიზების პრობლემა;

-ისეთი დავალებების თავიდან არიდება რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს;

-ინტერესის დაკარგვა ისეთ საგნებზე როგორიცაა სკოლა, სათამაშოები და სხვადასხვა აქამდე ხშირად გამოყენებადი ნივთები;

-ნივთების ხშირი დაკარგვა;

-მარტივად „ფიქრებში წასვლა“.

-ყოველდღიური საქმიანობის დავიწყება.

ჰიპერაქტიურობა

ძირითადად ვლინდება ბავშვებში და ასაკის მატებასთან ერთად ის ქრება. მას ახასიათებს:

-ერთ ადგილზე დიდი ხნით ჯდომასთან დაკავშირებული პრობლემები;

-ყოველთვის გადარბენაზე ყოფნის განცდა;

-მოუსვენრად მიმოსვლა;

-აქეთ-იქით სირბილი ისეთ სიტუაციებში, როცა ამის საჭიროება არ არის;

-რამე აქტივობის წყნარად შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემა;

-რიგში ყოფნით გამოწვეული მოუსვენრობა;

-პასუხების წამოყვირება და ადამიანისთვის საუბრის შეწყვეტა;

-სხვადასხვა თამაშებში, დიალოგებსა და აქტივობებში „შეჭრა“ და ხელის შეშლა.


როდის უნდა მივიდეთ პროფესიონალთან


თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენი შვილი ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის ნიშნებს ავლენს, მნიშნელოვანია მიმართოთ პედიატრს, ან ფსიქოლოგს რომელიც კვალიფიციურია ბავშვთა ქცევითი განვითარების საკითხში. სინდრომის ადრეულ ასაკში აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამომავლო გართულებები თავიდან იქნას აცილებული.

როცა საქმე ეხება ზრდასრულ ადამიანებს, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგთან ვიზიტი. არსებობს შემთხვევები როდესაც მედიკამენტური ჩარევა აუცილებელი ხდება, თუმცა სინდრომის მართვა და მისი კონტროლი დასწავლადია.

რა იწვევს ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომს


მიჩნეულია, რომ გენეტიკური, გარემო და ემოციური ფაქტორები დიდ როლს თამაშობენ ამ საკითხში. ასევე არსებობს რისკ ფაქტორები, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანია:

-ოჯახის სამედიცინო ისტორია რომელიც მენტალურ აშლილობებს უკავშირდება;

-სხვადასხვა ქიმიურ ტოქსინებთან შეხება რომელიც შესაძლოა სანტექნიკასთან იყოს კავშირში;

-მცირე პერიოდით ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება ფეხმძიმობისას;

-ადრეული მშობიარობა.


გართულებები


როგორც წესი მსგავსი სინდრომის არსებობა ადამიანის ქცევის პატერნებს ცვლის და მასზე მნიშნელოვანი გავლენა აქვს. შესაბამისად, ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომიც იწვევს სხვადასხვა ტიპის გართულებას:

-აკადემიურ სივრცეში არსებული პრობლემები რომელმაც აკადემიური მოსწრების გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს;

-სხვადასხვა ფიზიკური ტრავმების მაღალი რისკი;

-დაბალი თვითშეფასების განვითარება;

-ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემების განვითარება;

-მომავალში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები;

-ზრდასრულებში რომანტიული და სხვა სახის ურთიერთობების მიმართ ინტერესის სწრაფად დაკარგვა, რამაც შეიძლება მარტოსულობის შეგრძნებამდე მიგვიყვანოს;

-კარიერული და განათლების კუთხით პრობლემები.


პრევენცია


ფეხმძიმობისას - მოერიდეთ ალკოჰოლს, რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სიგარეტს;

დაიცავით თქვენი შვილი სხვადასხვა ტოქსინებისგან - სხვადასხვა საწმენდი საშუალებები, სხვადასხვა სათამაშოები, რომელიც ტოქსინებს შეიცავს (მნიშვნელოვანია თავად შეამოწმოთ სათამაშოების უსაფრთხოება, რადგან მას საქართველოს კანონმდებლობა და ბაზარი არ არეგულირებს);

-შეზღუდეთ ტექნიკის გამოყენება - მნიშვნელოვანია ბავშვი მოვარიდოთ თანამედროვე ტექნოლოგიებს მისი სიცოცხლის პირველი 5-6 წელი, რათა ის აუცილებელი სოციალური და მოტორული უნარები განვითარდეს რომელიც ადამიანის შემდგომი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page