top of page
Search

შიზოფრენია

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 15, 2020
  • 2 min read

Updated: Dec 30, 2022

შიზოფრენია მენტალური აშლილობაა რისი დიაგნოზის ქონისას, ადამიანები რეალობას ერთგვარად, დამახინჯებულად აღიქვამენ. შიზოფრენია შესაძლოა გადაიზარდოს სხვადასხვა მდგომარეობების კომბინაციაში. მაგალითად, ჰალუცინაციები, დელუზიები და აზროვნების შელახურ მანერაში რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ პრობლემასა და გართულებას იწვევს და ადამიანის ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის.


შიზოფრენიის დიაგნოზი მთელი ცხოვრების მანძილზე მოითხოვს მკურნალობას, თუმცა ადრეულ ასაკში მისი აღმოჩენა და შესაბამისი ჩარევა მომავალში პოტენციური სიმპტომების გართულების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.


სიმპტომები


შიზოფრენიას ახასიათებს აზროვნებასთან, ქცევასა და ემოციებთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა. მისი ნიშნები და სიმპტომები მოიცავს დელუზიებს, გაუგებარ მეტყველებასა და ადამიანის კოგნიციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

დელუზიები: რეალობას აცდენილი რწმენები. მაგალითად, იმის დაჯერება რომ ვიღაც გავიწროვებთ, ან გდევნით; ან გგონიათ, რომ კონკრეტული კომენტარები, ან ფიზიკური ჟესტები თქვენ მიმართაა მომართული; იმის დაჯერება, რომ სუპერ შესაძლებლობები გაქვთ; ან ის, რომ ვიღაც ისეთს უყვარხართ რომელიც არაფერ მსგავსს არ გრძნობს თქვენ მიმართ. დელუზიები ნორმალურია შიზოფრენიის მქონე ადამიანებში.

ჰალუცინაციები: მოიაზრებს ისეთი ხმებისა და საგნების დანახვას რომლებიც შეიძლება სულაც არ არსებობდეს. შიზოფრენიას კი მსგავსი ტიპის გამოციდლებების რეალურად აღქმის მაღალი ალბათობა ახასიათებს. ისინი შეიძლება ნებისმიერ ხუთ შეგრძნებასთან იყონ კავშირში. თუმცა, ყველაზე ხშირად სმენასთან გვაქვს შეხება.

არეული აზროვნება და მეტყველება: ეფექტური კომუნიკაციის პრობლემა. ადამიანებს შიზოფრენიის დიაგნოზით ახასიათებთ ლოგიკური და რელევანტური მეტყველებისა და რეპლიკების ქონის პრობლემა.

ექსტრემალურად არეული მოტორული ქცევა: რაც შეიძლება გამოხატულ იქნას სხავდასხვა გზებით. მაგალითად, ბავშვური სიმხიარულით, ან მოულოდნელი სიბრაზით. ასევე ისეთი ქცევით რომელსაც მიზანი სულაც არ აქვს. ასევე ადამიანს შესაძლოა შენელებული რეაქცია ჰქონდეს, როცა მისგან რამეზე პასუხს ველოდებით.

ნეგატიური სიმპტომები: დაკავშირებულია ნორმალურად ფუნქციონირების უუნარობასთან. ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემები, ან აპათიურობა. ისევე როგორც ყოველდღიურ აქტივობებთან დაკავშირებით ინტერესის დაკარგვა და სოციალიზაციისგან ჩამოშორება.


სიმპტომები შესაძლოა განსხვავდებოდეს დიაგნოზის სხვადასხვა ეტაპზე. მამაკაცებში როგორც წესი, ის 25 წელთან მიახლობით ვლინდება. ქალებში, 30 წელთან დაახლოებით. ხოლო ბავშვებში, მსგავსი დიაგნოზი იშვიათობაა.


სიმპტომები ტინეიჯერებში


ძირითადად მთავარ სიმპტომებს ემთხვევა, თუმცა აშლილობის ადრეული განვითარების ეტაპებზე მათი შემჩნევა შესაძლოა რთული იყოს, რადგან ისინი ასაკობრივ განვითარებასთან დაკავშირებულ სირთულეებთანაა თანხვედრაში:

-ახლობელ ადამიანებთან დისტანცირება;

-აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემები;

-ძილთან დაკავშირებული პრობლემები;

-დეპრესიული განწყობა;

-დემოტივაცია.


ზრდასრულებისგან განსხვავებით ტინეიჯერებში ვაწყდებით მხოლოდ ჰალუცინაციებს და არა დელუზიებს.

როდის მივიდეთ პროფესიონალთან?


ადამიანების შიზოფრენიის დიაგნოზით ვერ აღიქვამენ თავიანთი მდგომარეობის სიმძაფრეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დაკვირვებით მივიდნენ შესაბამის პროფესიონალთან და მიიღონ დახმარება.


გამომწვევი ფაქტორები


სამწუხაროდ, გამომწვევ ფაქტორებზე ინფორმაცია არ გვაქვს. მეცნიერებს სჯერათ, რომ მსგავს დიაგნოზს გენეტიკური, ტვინის ქიმიური ბალანსის დარღვევისა და გარემო ფაქტორების კომბინაცია იწვევს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორები შეიძლება იყოს:

-შიზოფრენიის დიაგნოზის გამოცდილება ოჯახის სხვა წევრებში;

-ფეხმძიმობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებები, ვირუსები რომლებმაც ტვინის ქიმიურ ბალანსზე ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს;

-ჰალუცინაციების გამომწვევი ნარკოტიკების მიღებამ ადრეულ ასაკში.

გართულებები


შიზოფრენიამ შესაბამისი მკურნალობის გარეშე შესაძლოა გამოიწვიოს:

-სუიციდის შესახებ ფიქრები, ან მისი მცდელობა;

-შფოთვითი აშლილობების განვითარების ხელშეწყობა, ისევე როგორც ობსესიურ კომპულსური აშლილობის განვითარება;

-დეპრესიის განვითარება;

-ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

-შრომისუნარიანობის დაქვეითება;

-ფინანსური პრობლემების გაჩენა;

-სოციალური იზოლაცია;

-სამედიცინო პრობლემები;

-აგრესიული ქცევები.


სამწუხაროდ, შიზოფრენიის შესახებ უამრავი სტერეოტიპი და ცრუ წარმოდგენა არსებობს. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ამ დიაგნოზით ცხოვრება შეუძლებელია მაშინ როცა შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში შიზოფრენიის მქონე ადამიანები სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, რომლებსაც შესაბამისი კონტრიბუციის გაცემა შეუძლიათ საზოგადიოებისთვის.

 
 
 

Σχόλια


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page