top of page
Search

შფოთვითი აშლილობები

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 7, 2020
  • 2 min read

Updated: Jan 3, 2023

შფოთვის განცდა მცირე პერიოდის მანძილზე სრულებით ნორმალური რამაა. თუმცა, როდესაც საქმე შფოთვით აშლილობებს ეხება აქ უკვე ძლიერ, მყარ და დიდხნიან შიშის გრძნობასთან გვაქვს რომელსაც ერთი შეხედვით მიზეზი არ აქვს. ხშირად, შფოთვითი აშლილობები მოიცავენ უეცრად თავსდამტყდარ შიშისა და ტერორის შეგრძნებას რომელიც მალევე შეიძლება გადაიაზარდოს პანიკურ შეტევაშიც.

მსგავსი ტიპის დიაგნოზით ცხოვრებამ შესაძლოა ბევრი ცუდი რამ გამოიწვიოს. მათ შორისაა: ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუარესება, ადამიანის იზოლაცია კონკრეტული სიტუაციებიდან, ახალი გამოცდილებებისგან თავის არიდება და სხვა.

შფოთვითი აშლილობების მაგალითებს წარმოადგენს ზოგადი შფოთვითი აშლილობა, სოციალური შფოთვა, განშორების შფოთვა და სხვა კონკრეტული ფობიები. არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანებს ერთზე მეტი დიაგნოზი აქვთ და რისგანაც არ უნდა იყოს ეს გამოწვეული მისი განკურნება სრულებით შესაძლებელია!


სიმპტომები


-ნერვიულობის, მოუსვენრობისა და დაძაბულობის შეგრძნება;

-შესაძლო საფრთხის, პანიკისა და კატასტროფის მოხდენის შეგრძნება;

-გაზრდილი გულისცემა;

-გახშირებული სუნთქვა;

-ოფლიანობა;

-კანკალი;

-სისუსტისა და გადაღლის შეგრძნება;

-კონცენტრაციისა და შიშიდან ყურადღების გადატანის პრობლემა;

-ძილთან დაკავშირებული პრობლემები;

-საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები;

-შიშის გრძნობასთან გამკლავების პრობლემა;

-იმ მოვლენებისა და საგნებისგან დამალვის ან გაქცევის სურვილი, რომელიც შესაძლო შფოთვას გვიძლიერებს.

არსებობს სხვადასხვა ტიპის შფოთვითი აშლილობა:


აგორაფობია: ისეთი სიტუაციებისა და ადგილების შიში რომელმაც შესაძლო პანიკა, უსუსურობის შეგრძნება და სირცხვილის განცდა შესაძლოა გამოიწვიოს.


სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული შფოთვა: წარმოადგენს ისეთი ტიპის აშლილობას როდესაც ადამიანს პანიკა და შფოთვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ეწყება.


ზოგადი შფოთვითი აშლილობა: წარმოადგენს გრძელვადიანი შიშის შეგრძნებებს რომელიც კონკრეტულ აქტივობებსა და მოვლენებთანაა კავშირში. მათ შორისაა ორდინალური და რუტინული საკითხებიც.


პანიკური აშლილობა: წარმოადგენს შიშის, პანიკისა და ტერორის განცდით სავსე განმეორებით ეპიზოდებს რომლებიც წუთებში ვითარდება და აღწევს კულმინაციას. იგი ასევე ხასიათდება სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებით, გულ-მკერდის არეში ტკივილებით, არარეგულარული გულისცემით.

განშორებით გამოწვეული შფოთვა: დაკავშირებულია ბავშვობაში გადატანილ ტრავმასთან, რომლის დროსაც ინდივიდმა განიცადა მშობელთან, ან მშობლებთან, ან მშობელი ადამიანის როლის მქონე ადამიანთან დაშორება სხვადასხვა მიზეზით.


სოციალური ფობია: მოიაზრებს შიშისა და შფოთვის მაღალ დონეს რომელიც სოციალურ სიტუაციებში სირცხვილის, დამცირების, განსჯისა და დაცინვის შიშს უკავშირდება.


სელექციური მუტიზმი: ძირითადად გვხვდება ბავშვებში და წარმოადგენს საუბრის უნარის დაქვეითებას კონკრეტულ სიტუაციებში. მაგალითად, სკოლაში.


სპეციფიური შიშები: ნებისმიერი ტიპის ფობია ხასიათდება ძირითადი შფოთვითი აშლილობის სიმპტომებით, როცა ჩვენ წინ შესაძლოა ის საგნები, ობიექტები თუ სიტუაციები იყოს, რომლის მიმართაც ძლიერ შიშს განვიცდით.


როდის უნდა მივიდეთ ექიმთან?


-თუ თვლით რომ ისეთი ძლიერი შიშის შეგრძნება გაქვთ რომელსაც ვერ უმკლავდებით და ამას თქვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს;

-თუ შფოთვის გამო ხშირად ცუდ ხასიათზე ხართ და მასზე კონტროლი არ გაქვთ;

-გაქვთ დეპრესია და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებასთან დაკავშრებული პრობლემები;

-თუ თვლით, რომ შფოთვის გამო ფიზიკური პრობლემებიც გიჩნდებათ;

-ხართ სუიციდური (მსგავს შემთხვევაში გადაუდებელი დახმარება მნიშვნელოვანია).


შფოთვის გამომწვევი მიზეზები


ნებისმიერი აშლილობის მსგავსად ჯერ კიდევ არაა ცნობილი ყველა შესაძლო მიზეზი, რამაც შეიძლება ამ დიაგნოზის დასმის აუცილებლობა წარმოშვას. არსებობენ ადამიანები რომლებიც ბუნებრივად მიდრეკილები არიან მსგავსი ტიპის აშლილობის მიმართ, ან გასათვალისწინებელია სხვა გენეტიკური ფაქტორებიც რომელიც ჩვენი მშობლებიდან გვერგება.

ტრავმა: ბავშვობაში გადატანილი, ნანახი, ან გამოცდილი მძიმე შემთხვევები შფოთვითი აშლილობების განვითარების რისკს ზრდიან. ასევეა ზრდასრულ ასაკშიც.

ავადმყოფობასთან დაკავშირებული სტრესი: მძიმე ფიზიკური დიაგნოზების შემთხვევაში გამოწვეულმა სტრესმა და ღელვამ, მარტივად შეიძლება გვიბიძგოს შფოთვითი აშლილობის განვითარებისკენ.

პიროვნების ტიპი: ზოგიერთი ადამიანი თავისივე ხასიათის გამო უფრო მეტად მოწყვლადია ამ აშლილობის განვითარების მიმართ.

სხვა მენტალური პრობლემები: ხშირად, ადამიანები დეპრესიის დიაგნოზით ასევე განიცდიან შფოთვით აშლილობებსაც.

ნარკოტიკები და ალკოჰოლი: გადაჭარბებული მოხმარებით გამოწვეულმა დისკომფორტმა, ან გადატანილმა სტრესმა, შესაძლოა შფოთვითი აშლილობის განვითარებას შეუწყოს ხელი.


შფოთვით აშლილობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები


-დეპრესიასა და სხვა მენტალური პრობლემების განვითარება;

-ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება;

-ინსომნია;

-თავისა და ქრონიკული ტკივილები;

-საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები;

-იზოლაცია;

-ფუნქციონირების პრობლემები სამსახურსა, თუ სასწავლო ადგილებში;

-ცხოვრების დაბალი ხარისხი;

-სუიციდი.


მსგავსი დიაგნოზი განაჩენი სულაც არაა და უმრავლეს შემთხვევაში მისგან გათავისუფლება სრულებით შესაძლებელია. მნიშვნელოვანია დროულად ჩავერიოთ და მივიღოთ შესაბამისი დახმარება, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები.


 
 
 

Comentarios


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page