ძველი ურთიერთობის ნოსტალგიაზე
- სიზიფეს მიმი
- Jul 2, 2020
- 3 min read
Updated: Mar 25, 2023
გარკვეული მიზეზების გამო ვასრულებთ ურთიერთობას. ვრჩებით მარტო და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს მარტოობა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ჩვენ მოველოდით. ნაკლებად დავდივართ პაემნებზე; სამსახურში პრობლემები გვაქვს; მაღაზიებში ყველაფერი ერთნაირი გვგონია. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთგვარი ქაოსია ჩვენ ირგვლივ რომელსაც მხოლოდ ჩვენ ვამჩნევთ.

ჩვენს გონებაში გამუდმებით ვუბრუნდებით ჩავლილი ურთიერთობის მოგონებებს. ზღვაზე გატარებულ დღეებს, სადაც მას ლამაზი მაისური ეცვა რომელიც ქარში ირხეოდა. მომენტს, როცა ჩიტებს ერთად ვაჭმევდით და იაფფასიან ღვინოს ვსვამდით ქაღალდის ჭიქებიდან, როცა ფეხები ქვიშაში გვქონდა. ან როცა თაფლობის თვეში სასიამოვნო რესტორანში ვისხედით უცხო ქალაქში, სადაც ყველაფერი ლამაზი და მხიარული იყო და სადაც სასტუმროს მფლობელს და მის ქმარს დავუმეგობრდით. ან გვახსენდება ის, თუ როგორ დავამყარეთ პირველი კონტაქტი თვალებით ხალხით გადაჭედილ წვეულებაზე, სადაც არცერთს არავინ მოგვწონდა და ხალხისგან მოშორებით სახურავზე მსხდომარეებმა მთელი ღამე ათას თემაზე საუბარში გავატრეთ. თუმცა დაშორების შემდეგ ვიაზრებთ, რომ მცირედი და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები მაგალითად, საყიდლებზე წასვლა, ტელევიზორის ერთად ყურება, ან საკვების მომზადება სულაც არ ყოფილა უმნიშვნელო.
მსგავსი აზრებითა და მოგონებით სავსე თავით ვიღებთ ტელეფონს და ვურეკავთ, ან ვწერთ მას იმის იმედად, რომ უკან მიგვიღებს და ყველაფერი ისევ ისე იქნება როგორადაც ჩვენ გვახსოვს. სულაც აღარ ვიქნებით სევდიანები.
რა შეიძლება გვასწავლოს ჩვენმა ემოციებმა მსგავს სიტუაციაში? ალბათ, ის რომ მთავარ შეცდომას ვუშვებთ რომელიც ახლად მარტო დარჩენილ ადამიანებს ახასიათებთ. მარტოობასთან შეუგუებლობა და მისი შევსების დაუძლეველი იმპულსები. რაც ყველაზე მთავარია, ის ნოსტალგია რომელიც ჩვენს წარსულ რომანტიკულ გამოცდილებას ისეთად გვიხატავს, რომ გვასევდიანებს და ერთგვარად მოწყვლადს გვხდის.

მე-19 საუკუნის შუა ხანებში დიდი ბრიტანეთი დიდი ცვლილების ქვეშ მოექცა. ინდუსტრიულმა და სამეცნიერო რევოლუციამ ძველი ქალაქები ჩაყლაპა და მოსახლეობის დიდი ნაწილი დიდ და ვიწრო დასახლების ქალაქებში გადაასახლა. ხოლო საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლები საერთოდ გამოეყვნენ დანარჩენ მოსახლეობას. უზარმაზარ ქალაქებში დარჩენილმა ბევრმა ხელოვანმა უფერული და უხალისო რეალობიდან გაქცევა და მათი დაგროვებული ცოდნა რომელიც თითქოს აღარავის აინტერესებდა სწორედ წარსულ მოგონებებში იპოვნა. უფრო ზუსტად კი შუა საუკუნეებში. მაშინ, როცა ლიანდაგები იგებოდა მთელ ქვეყანაში, სატელეფონო ხაზები გაყავდათ და უფრო და უფრო მეტი შენობა და ქარხანა შენდებოდა, არტისტების წრე გაქცევას სწორედ ძველი მხატვრობის ნაშრომებში პოულობდა, სადაც ყველაფერი ლაღი იყო. ხალხი ბედნიერად ცხოვრობდა, აკლდათ განათლება, თუმცა არ ჰქონდათ პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ არასასურველი რეალობიდან გაქცეულიყვნენ. ყველას უხაროდა ცხოვრება და მზის ამოსვლა. არ უწევდათ დიდ და უფერულ ქალაქებში ცხოვრება, სადაც თავს ისე არ იგრძნობდნენ თითქოს, მათი ადგილი საერთოდ არ არსებობდა სამყაროში. ყველგან ლამაზი ეკლესიები იყო, არ არსებობდა ძალადობა და ჩაგვრა.

ნოსტალგიის მთელი პროცესის გააზრებისას მივხვდებით, რომ სრულად ვაიგნორებთ ცვლილებებს რომელიც უკვე მოხდა, ისევე როგორც მათ გამომწვევ მიზეზებს. ნოსტალგიური ადამიანისთვის წარსული იყო ყველაფერი და ისტორიის გაგრძლებას არანაირი რაციონალური მიზეზი არ აქვს. ბოლოს და ბოლოს ვის სჭირდება განვითარება და რეფლექსია, როცა შეიძლება ლამაზ მოგონებაზე იფიქრო რომელიც არაზუსტად შეიძლება გახსოვდეს!? ნოსტალგიის დროს ადამიანს არ შეუძლია აწმყოს მიღება იმ სირთულეებთან ერთად რომელიც მას სწორად იმ წარსულის გამო ახლავს, რომელსაც ასე მისტირის.
ურთიერთობებმა შეიძლება ეჭვი შეგვატანინონ ყველაფერში. საკუთარ თავში, ყოველდღიურ საკითხებში, ან ჩვენსავე გრძნობებში. ვინმესთან დაშორების შემდეგ ბევრი ჩვენგანი უბრუნდება მოგონებებს და ცდილობს გაიაზროს და ისწავლოს წარსულიდან, ან ეცადოს, მიხვდეს სად დაუშვა შეცდომა, ან დაუშვა კი საერთოდ შეცდომა? სინამდვილეში ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და ურთიერთობიდან ყველაზე მეტის სწავლა მაშინაა შესაძლებელი, როცა მასში ხარ და არა მისი დასრულებიდან 6 თვის, ან წლის თავზე.
ვინმესთან დაშორების შემდეგ გამოწვეულ ნოსტალგიას თან ახლავს დაუსრულებელი გონების თამაშები. წარსულში უკან დაბრუნება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეცვლიდი სექსუალურ ფრუსტრაციას, ან რთულ ხასიათსა თუ კომუნიკაციის პრობლემებს. ხანდახან კი შეიძლება საერთოდ არ ვადანაშაულებდეთ რამეში თავს და გვეგონოს, რომ არაფერი ჩვენი ბრალი არ იყო, ან უბრალოდ ვერ ვიხსენებთ რა მოხდა და თავის დადანაშაულებასაც კი ვდილობდეთ. სინამდვილეში კი იმის გააზრება, რომ წინა ურთიერთობის პორტრეტი რომელსაც ჩვენს წარმოსახვაში ვხატავთ არა ცოდნაზე, არამედ სიმარტოვისა და შიშის განცდაზე დგას.
ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ ხშირად ჩვენივე თავის აღქმა ისევე როგორც ჩვენი საჭიროებებისა და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობების შესახებ ძველ ურთიერთობაში, უბრალოდ საღ აზრსაა მოკლებული. ზუსტად ისე, როგორც იმ ხელოვანი ადამიანების წარმოსახვა ბედნიერებაზე, რომლებიც მე-19 საუკუნის ინგლისიდან რამდენიმე საუკუნით უკან და ქოხში გადასახლების იდეას უკავშირდებოდა. სინამდვილეში ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის იმ
რესურსების გამოყენება უნდა ვისწავლოთ რომელიც ხელთ გვაქვს და ის იდეა მივიღოთ, რომ ბოლომდე არასდროს ვიქნებით კმაყოფილები, რადგან უბრალოდ, ასეთები ვართ.

სულაც არაა საჭირო ჩვენს გრძნობებს ყოველთვის ვენდოთ. განსაკუთრებით კი მაშინ როცა სევდის ბურთები გვაქვს ყელში და ერთგვარად დისოციაციას განვიცდით. როცა საქმე წინა ურთიერთობას ეხება, იმაზე ფიქრია მნიშვნელოვანი რომელი გადაწყვეტილებები იყო მაქსიმალური ინფორმაციის გამოყენებით მიღებული და სასარგებლო ჩვენი ემოციური და ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. იმ ფაქტთან შეგუება რომ კარგი მოგონებები მართლაც არსებობდა მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ ფაქტის დაიგნორება, რომ ურთიერთობაში ჩვენი საჭიროებები შეიძლება დაკნინებულიყო, უფრო მეტად მნიშვნელოვანია. როგორც ზემოთ აღვნიშნე იმის გააზრება, რომ ჩვენ კომპლექსური არსებები ვართ სხვადასხვა საჭიროებით ერთი ნაბიჯია უფრო მეტად მარტივი ცხოვრებისკენ, რადგან იმის ცოდნა, რომ ყოველთვის ყველაფერს ვერ მივიღებთ რომანტიკული კავშირებიდან, იმ საფასურის გადახდაში დაგვეხმარება რომელიც დაშორებას ახლავს თან და რომელიც ნოსტალგიის განცდას ამცირებს.
Comments